სსიპ ქალაქ თბილისის N
118 საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამარ თაბუაშვილის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა -
,,წიგნიერების დონე ჩვენს
სკოლაში “
სარჩევი
1.
შესავალი
-------------------------------------------------------გვ. 2
2. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
---------------------------გვ. 3
3. კვლევის მიზანი
-----------------------------------------------
4
4. კვლევის მეთოდები ---------------------------------------------
5
5. კვლევის ანალიზი და შედეგები
------------------------------7-25
6.
ინტერვენციები
----------------------------------------------------26
7. გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------31
8.
დანართები----------------------------------------------------------32-
35
9.
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის კოლეგებთან გაზიარების
რეფლექსია-- 36
შესავალი
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ქართული ენისა და
ლიტერატურის შესწავლა ხდება სამი მიმართულებით: წერა კითხვა, ზეპირმეტყველება. კითხვა მეტად რთული პროცესია, რომელიც მოიაზრებს
არა მხოლოდ ამოკითხვას ანუ დეკოდირებას, არამედ აზრის გაგებას, მსჯელობას, დასკვნების
გამოტანასა და შეფასებას.ხშირად უწევთ მოსწავლეებს სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვა
დამოუკიდებლად, მაგრამ შეიძლება ტექსტი მხოლოდ წაკითხული დარჩეს და გააანალიზება გაუჭირდეს,ვერ
გამოხატოს სათანადო დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ, ვერ შეძლოს საკითხის შეფასება და შეჯამება. კითხვის პრობლემა ხელს უშლის
სხვადასხვა დავალებების ინსტრუქციის სწორად გაგება-გააზრებაშიც.
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა საუკეთესო საშუალებაა არამხოლოდ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ
საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, სუსტი და ძლიერი მხარის გამოსავლენად, პედაგოგისთვის საჭირო უნარ-ჩვევების
განსავითარებლად. ამიტომ როდესაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გადავწყვიტე
განმეხორციელებინა საკუთარი პეადაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემად სწორედ ეს საკითხი
შევარჩიე :
,,წიგნიერების დონე ჩემს სადამრიგებლო კლასში“, რათა გამერკვია, როგორია ჩემი სადამრიგებლო კლასის
მოსწავლეთა წიგნიერების დონე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე. მაშინ კოლეგებთან
კვლევის გაზიარებისას ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ საინტერესო იქნებოდა მსგავსი
ტიპის კვლევის ჩატარება მთლიანად სკოლაში სამივე საფეხურის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან
. შემდეგ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებისასაც ერთ-ერთმა კოლეგამ იგივე აზრი დააფიქსირა
და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ახლა როცა უკვე წამყვანობიდან მენტორობისკენ სავალ გზაზე
უნდა გამეხორციელებინა ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა თემად
შევარჩიე იგივე საკითხი და კოლეგების რჩევის გათვალისწინებით განვავრცე სკოლის სამივე
საფეხურზე.
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა
თანამედროვე გაგებით წიგნიერება
განიმარტება როგორც:
„ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეების და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების
მიღებისა და პრობლემები სმოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.“ (ე.ს.გ.
2011- 2016, ) წიგნიერება წარმოადგენს
წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ კომპეტენციას. წიგნიერების გავლენას მოზარდისა თუ უკვე ზრდასრული ადამიანების
ცხოვრებაზე, მრავალი კვლევა ადასტურებს. წიგნიერების მაღალ დონეს შრომით ბაზარზე მონაწილეობის
დიდ ალბათობასა და მაღალი ანაზღაურების ქონის შანსებთან აკავშირებენ, მაშინ, როცა საპირისპიროდ „უწიგნურობა“ აგრესიასთან, ანტისოციალურ ქცევასთან
და,
დიდი ალბათობით, ნასამართლეობასთანაა დაკავშირებული. ადამიანის ცხოვრების დონეზე დიდი გავლენის გამო წიგნიერება
მსოფლიო ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
ზემოთ
აღნიშნული კვლევა ჩავატარე 2018-2019 სასწავლო წელს ქ. თბილისის 118-ე საჯარო სკოლაში
კვლევისას სამიზნე ჯგუფი იყო სამივე საფეხურის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის ბიბლიოთეკარი
სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში
ირიცხებოდა 1100 მოსწავლე, თუმცა მოგვიანებით
კვლევისთვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მონაწილეობდა სამივე საფეხურის ოთხმოცდაათი
მოსწავლე .
მე თავად ვასწავლი სამივე საფეხურზე, მიმდინარე სასწავლო წელს ქართული
ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ვუტარებდი მეხუთე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს.
საგაკვეთილო პროცესში, მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვმუშაობდი სხვადასხვა სტრატეგიებითა და მეთოდებით. ხშირად ვცდილობდი, მიმეცა მოსწავლეებისთვის
მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი აქტივობები, რომელსაც საკმაოდ კარგად ართმევდნენ
თავს, თუმცა დავაკვირდი და აშკარად ჩანდა მათი
სისუსტე სამივე საფეხურის კლასში, ცხადია მეტ-ნაკლები დოზით ტექსტის გააზრებასა და
წიგნიერების საკითხში. ტექსტის გააზრების დროს აშკარად უჭირდათ დასკვნების გაკეთება,
მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანის გამოყოფა. დაკავშირება და შეფასება.
აქედან გამომდინარე, დავიწყე ამ საკითხზე მეტი ყურადღების გამახვილება
და ვიფიქრე, გამეგო მისი გამომწვევი მიზეზები, და ვკითხე პარალელური კლასების კოლეგა
მასწავლებლებს მათთანაც იგივე პრობლემა იყო თუ არა , აღმოჩნდა რომ დაწყებით საფეზურზე
პრობლემა უფრო ცხადი ხდებოდა ამიტომ , დაწყებითი საფეხურის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევიყვანე
ერთ საკლასო ოთახში და კლასში შევიტანე , როგორც საინფორმაციო, ასევე თხრობითი
ხასიათის სადიაგნოსტიკო ტექსტები ( დანართი 1), რომელთაც თან ჰქონდა დართული სხვადასხვა
ტიპის კითხვა და მოსწავლეებს პასუხები უნდა
გაეცათ ტექსტის მიხედვით. შედეგი იყო ჩემი
დაკვირვების მსგავსი- მათ გაუჭირდათ ინფორმაციის დახარისხება და ჩანდა წიგნიერების
დაბალი დონე.ამის შემდეგ ცალსახად გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ზოგადასაგანმანათლებლო
დაწესებულების საჭიროების კვლევა თემაზე-
,,წიგნიერების დონე ჩვენს სკოლაში “
კვლევის მიზანი
ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკული
კვლევის მიზანი გახლდათ, დამედგინა სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონე და სავარაუდო
დაბალი დონის გამომწვევი მიზეზები, რამდენად აქტიური, ან პასიური მკითხველები არიან
მოსწავლეები, რაც წიგნიერების დაბალი დონის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს,
რათა მომდევნო ეტაპზე, კვლევის ანალიზზე დაყრდნობით, დამეგეგმა შემდგომი ღონისძიებები,
პრობლემის გადაჭრის გზების საძიებლად მოსწავლეთა შორის წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და სათანადო შედეგების გასუმჯობესებლად. ამასთანავე
მიმაჩნია , რომ აღნიშნული კვლევის შედეგების შემდეგ განხორციელებული ინტერვენციები
სარგებელს მოუტანს , როგორც მოსწავლეებს, ასევე კოლეგებს, რომლებიც გაიზიარებენ გამოცდილებას
და საკუთარ კლასებში იმუშავებენ მოსწავლეთა წიგნიერების ასამაღლებლად
კვლევის მეთოდები
იმისთვის,
რომ კვლევის შედეგები ორიენტირებული ყოფილიყო მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე
გადავწყვიტე, კვლევის მეთოდად გამომეყენებინა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი
მახასიათებელი, ასევე, კვლევაში ჩართული ყოფილიყო ,როგორც მოსწავლე, ისე მშობელი და
სკოლის ბიბლიოთეკარი
მოსწავლეთა შორის წიგნერების დონის საკვლევად დაგეგმილი
აქტივობები:
ü კითხვარი მშობლებისთვის
ü კითხვარი მოსწავლეებისთვის
ü
ინტერვიუ
სკოლის ბიბლიოთეკართან
კითხვარები:
შემუშავდა კითხვარი კვლევაში ჩართული
თითოეული მოსწავლის მშობლისათვის. იქიდან გამომდინარე
, რომ მშობელთა უმრავლესობა დაკავებულია სამსახურით და , სავარაუდოდ, მათი ერთად თავმოყრა
გამიჭირდებოდა , შესაძლებლობა მივეცი მათ კითხვარი შეევსოთ ელექტრონულად, სახლიდან
გაუსვლელეად,მათთვის სასურველ დროს და ასე
გადმოეგზავნათ . მეტი გულახდილობისთვის გამოკითხვა ანონიმურად ჩავატარე,რაც, ალბათ
, კვლვის ობიექტურად წარმართვასაც შეუწყობდა ხელს. (დანართი 3)
შემუშავდა კითხვარი, ასევე, კვლევაში
ჩართული თითოეული მოსწავლისათვის სამივე საფეხურიდან,
როგორც დაწყებითი ასევე საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეთათვის, (თუმცა კვლევაში
არ მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის პირველი-მეორე კლასის მოსწავლეები) და მათ ვთხოვე ინდივიდუალურად ეპასუხათ კითხვისთვის გულწრფელად და ანონიმურობის დაცვით
( დანართი
2).
კითხვარის შევსება პირისპირ
ინტერვიუს საფუძველზე -სკოლის
ბიბლიოთეკართან ჩატარდა პირისპირ ინტერვიუ. შევავსეთ წინასწარ მომზადებული კითხვარი.
ამით შევძელი შემეგროვებინა ინფორმაცია ,თუ ჩვენი სკოლის რამდენი მოსწავლე სარგებლობს
სკოლის ბიბლიოთეკით, მათ შორის გენდერული ბალანსი როგორია. ასევე, მაინტერესებდა, ტარდებოდა
თუ არა ბიბლიოთეკაში რაიმე ტიპის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობდა წიგნიერების დონის
ამაღლებას
კვლევის ანალიზი და შედეგები
მოსწავლეთა შორის დარიგებული კითხვარის შედეგების გააანალიზებამ შემდეგი სურათი აჩვენა:
1 ) კითხვაზე : გიყვართ წიგნების კითხვა
? გამოკითხული 90 მოსწავლიდან პასუხები ასე გადანაწილდა
დაწყებითი 28-კი
2- არა
საბაზო 19 -კი 11-არა
საშუალო 8 -კი 22- არა
სვეტოვანი გრაფიკი 1
2)
კითხვაზე რა სახის ლიტერატურას ანიჭებთ უპირატესობას?
დაწყებითი სათავგადასავლო18
ისტორიული6 ფანტასტიკა6
საბაზო სათავგადასავლო21 ისტორიული7 ფანტასტიკა1სხვა1
საშუალო სათავგადასავლო 9 ისტორიული8
ფანტასტიკა4 რომანი 6 სხვა3
სვეტოვანი გრაფიკი 2
3)
კითხვაზე რამდენად ხშირად კითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას?
დაწყებითი ა)იშვიათად
1 ბ) ყოველდღე22 გ) პერიოდულად5 დ) არასოდეს 2
საბაზო ა)იშვიათად4 ბ) ყოველდღე10 გ) პერიოდულად10 დ) არასოდეს6
საშუალოა)იშვიათად6 ბ) ყოველდღე4 გ) პერიოდულად8 დ) არასოდეს12
სვეტოვანი გრაფიკი 3
4 )კითხვაზე სარგებლობ
თუ არა სკოლის ბიბლიოთეკით?
დაწყებითი კი 28 არა 2
საბაზო კი 18 არა12
საშუალო კი 6
არა24
სვეტოვანი გრაფიკი 4
5 ) კითხვაზე სკოლის
ბიბლიოთეკის გარდა თუ სარგებლობ სხვა ბიბლიოთეკით?
დაწყებითი კი 8
არა22
საბაზო კი 16 არა14 საშუალო კი12 არა18
სვეტოვანი გრაფიკი 5
6)სახლში თუ გაქვს
შენი ასაკის შესაბამისი წიგნბი?
დაწყებითი კი 24
არა 6
საბაზო კი 20
არა10
საშუალოკი 18
არა12
სვეტოვანი გრაფიკი 6
7)კითხვაზე ვინ კითხულობს
შენს სახლში წიგნს ყველაზე ხშირად?
დაწყებითი დედა8 მამა 4
ბებო 6 პაპა2 სხვა4
არავინ 14
საბაზოდედა 6 მამა 3 ბებო4
პაპა1 სხვა 11 არავინ
5
საშუალოდედა2 მამა 1ბებო 2პაპა 2სხვა5არავინ18
სვეტოვანი გრაფიკი 7
8 ) კითხვაზე რატომ
კითხულობ წიგნს?
დაწყებითი ა)ინტერესისგამო 10ბ)მასწავლებლისმითითებით10
გ)ცოდნისგაღრმავების 5დ)მშობლისმითითებით5 ე)ანსხვამიზეზით
0--
საბაზო ა)ინტერესისგამო 13ბ)მასწავლებლისმითითებით8
გ)ცოდნისგაღრმავების 6დ)მშობლისმითითებით 2 ე)ანსხვამიზეზით 1 შეყვარებულის თხოვნით
საშუალოა)ინტერესისგამო 16ბ)მასწავლებლისმითითებით2
გ)ცოდნისგაღრმავების8დ)მშობლისმითითებით 1ე)ანსხვამიზეზით- 3
სვეტოვანი გრაფიკი 8
9)
კითხვაზე საუბრობ თუ არა წაკითხულ წიგნზე სხვასთან და თუ კი ვისთან
დაწყებითი დედასთან
18 მამასთან 4 ოჯახის სხვა 2 წევრთან თანატოლთან4
საშუალო დედასთან 12 მამასთან 2 ოჯახის სხვა წევრთან 6 თანატოლთან 7
საბაზოდედასთან6 მამასთან1ოჯახისსხვაწევრთან 5თანატოლთან 13
სვეტოვანი გრაფიკი 9
10)
კითხვაზე წიგნისკითხვაელექტრონულად
გირჩევნიათუ ბეჭდურად?
დაწყებითი ელექტრონულად 4 ნაბეჭდი
24
საბაზო ელექტრონულად 8 ნაბეჭდი 20
საშუალოელექტრონულად14ნაბეჭდი 12
სვეტოვანი გრაფიკი 10
11.კითხვაზე ახლა
უფრო აქტიური მკითხველი ხარ თუ წინა წლებში ?ორივე შემთხვევში დაასახელე მიზეზი
დაწყებითი ახლა
22 წინა წლებში 4 არ მაქვს პასუხი 2
საბაზო ახლა 6
წინა წლებში18 არ მაქვს პასუხი 6
საშუალოახლა
2 წინა წლებში 16
არ მაქვს პასუხი12
სვეტოვანი გრაფიკი 11
კვლევის
,, წიგნიერების დონე ჩვენს სკოლაში“ კითხვარი მოსწავლეთა
მშობლებისთვის
1 ) კითხვაზეგაქვთთუარასახლში თქვენი
შვილის ასაკის შესაბამისიბიბლიოთეკა?
დაწყებითი ა)კი
14 ბ)არა 16
საბაზო ა)კი 16 ბ)არა
14
საშუალოა)კი18ბ)არა
12
სვეტოვანი გრაფიკი 12
2. კითხვაზე ეხმარებითთუარაშვილსლიტერატურისშერჩევაში?
დაწყებითი ა) კი 24 ბ) არა 4
გ) იშვიათად2
საბაზო ა) კი 18 ბ) არა 8
გ) იშვიათად 4
საშუალოა) კი8ბ) არა18გ) იშვიათად 4
სვეტოვანი გრაფიკი 13
3 . კითხვაზე იცითთუარარაჟანრისლიტერატურაიტაცებსთქვენსშვილს?
დაწყებითი ა) ვერ ვერკვევი 8 ბ) ვაკვირდები და ვიცი მისი ინტერესები 22
საბაზო ა) ვერ ვერკვევი
16 ბ) ვაკვირდები და ვიცი მისი ინტერესები 14
საშუალო ა) ვერვერკვევი22 ბ) ვაკვირდებიდავიციმისიინტერესები8
სვეტოვანი გრაფიკი 14
4. კითხვაზე ვისიმითითებითკითხულობსთქვენიშვილიკლასგარეშელიტერატურას?
დაწყებითი ა) მშობლის მითითებით 10
ბ) მასწავლებლის მითითებით12 გ) საკუთარი
სურვილით 8
საბაზო ა) მშობლის მითითებით 8
ბ) მასწავლებლის მითითებით 7 გ) საკუთარი
სურვილით 15
საშუალო ა) მშობლისმითითებით 6ბ) მასწავლებლისმითითებით6გ)
საკუთარისურვილით 18
სვეტოვანი გრაფიკი 15
5. კითხვაზე რა დროს უთმობთ თქვენ
თავად კითხვას?
დაწყებითი ა)დიდიხანიაარწამიკითხავს18ბ)მუდმივადვკითხულობ 8
გ) სამწუხაროდ,
ჩემირეჟიმისგამოიშვიათადვკითხულობ 4
საბაზო ა)დიდიხანიაარწამიკითხავს16ბ)მუდმივადვკითხულობ 10
გ) სამწუხაროდ,
ჩემირეჟიმისგამოიშვიათადვკითხულობ 4
საშუალო ა)დიდიხანიაარწამიკითხავს12ბ)მუდმივადვკითხულობ 12
გ) სამწუხაროდ, ჩემირეჟიმისგამოიშვიათადვკითხულობ 6
სვეტოვანი გრაფიკი 16
6. კითხვაზე საუბრობთ თუ არა შვილთან
ერთად წაკითხულის შესახებ?
დაწყებითი ა) არგანვიხილავთარასოდეს, (არმცალია/ არმიყვარსისრასაცჩემიშვილიკითხულობს) 4
ბ)ყოველთვისვინტერესდებირაწაიკითხადავმსჯელობთწაკითხულისშესახებ
16
გ)თუთავადდამიწყოსაუბარი , რათქმაუნდაჩავერევი 10
საბაზო ა) არგანვიხილავთარასოდეს, (არმცალია/
არმიყვარსისრასაცჩემიშვილიკითხულობს) 12
ბ)ყოველთვისვინტერესდებირაწაიკითხადავმსჯელობთწაკითხულისშესახებ
12
გ)თუთავადდამიწყოსაუბარი
, რათქმაუნდაჩავერევი 6
საშუალო ა) არგანვიხილავთარასოდეს, (არმცალია/
არმიყვარსისრასაცჩემიშვილიკითხულობს) 18
ბ)ყოველთვისვინტერესდებირაწაიკითხადავმსჯელობთწაკითხულისშესახებ
7
გ)თუთავადდამიწყოსაუბარი
, რათქმაუნდაჩავერევი 5
სვეტოვანი გრაფიკი 17
7. კითხვაზე თქვენიაზრით, რატომაა დღეს ბავშვებში წიგნიერების დონე დაბალი ?
სამივე საფეხურის
მშობლების მიერ დასახელდა რამდენიმე მიზეზი და თითქმის ყველა ერთმანეთის იდენტური იყო.
სამივე საფეხურის მშობლები პირველ მიზეზად ასახელებენ მოსწავლეთა ინტერნეტსივრცეზე დამოკიდებულებას, ასევე
სკოლებში დავალებების ტიპების ცვლილებას,
8. კითხვაზე
ჩაერთვებით თუ არა კვლევის ანალიზის შემდეგ
დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში?
მშობელთა უმრავლესობამ აღნიშნა , რომ აუცილებლად ჩაერთვებოდა, მხოლოდ ხუთმა მშობელმა
დააფიქსირა უარი სამსახურებრივი საქმიანობის გამო მოუცლელობა.
9. კითხვაზე რა შეიძლება გააკეთოს
სკოლამ იმისთვის,რომ გაიზარდოს მოსწავლეთა
შორის კითხვის სურვილი ? მშობლებმა
რამდენიმე ფაქტორი დაასახელეს. მათი სურვილია მოეწყოს სკოლაში საბიბლიოთეკო სივრცე,
სადაც დაიგეგმება და გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. მათი აზრით კარგი იქნება
თუ სკოლაში მოიწვევენ მწერლებს და გაიმართება მათთან შეხვედრები და საინტერესო წიგნების
განხილვა.
პირისპირ ინტერვიუ სკოლის ბიბლიოთეკართან
სკოლის ბიბლიოთეკართან ინტერვიუს შემდეგ აღმოჩნდა, რომ სკოლის 1165 მოსწავლიდან ბიბლიოთეკით
სარგებლობს 560 მოსწავლე თუმცა მათგან რეგულარული მკითხველია მხოლოდ 480 , რომლებიც
კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას , დანარჩენები
კი მხოლოდ იშვიათად სტუმრობენ ბიბლიოთეკას
და ისიც სკოლაშივე საჭირო წიგნისთვის. მათ, ვინც მუდმივი მკითხველია, აღმოჩნდა, რომ
ძირითადად იტაცებთ სათავგადასავლო და დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები. გენდერული კუთხით
კი გოგონები უფრო აქტიური მკითხველები ყოფილან. დავინტერესდი თუ ყოფილა შემთხვევა,როდესაც
ბიბლიოთეკარი წიგნის დაბრუნების შემდეგ გასაუბრებია მოსწავლეებს წაკითხულის შინაარსზე,
რაზეც მიპასუხა ,რომ ძალიან იშვიათად.და ძირითადად მაინც დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან.
ინტერვიუს დროს ბიბლიოთეკარს, ასევე, ვთხოვე,
გაეხსენებინა ღონისძიება ,რომელიც ჩაატარა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის , ან მოსწავლეთა აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბების
მიზნით. მან კი მიპასუხა, რომ ასეთი ღონისძიება ამ საწავლო წელს არ ჩაუტარებია.
ვფიქრობ,
ბიბლიოთეკართან ინტერვიუმ ცხადი გახადა მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონის მაჩვენებლის
ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი-სასკოლო ბიბლიოთეკის პასიური როლი წიგნიერების დონის ასამაღლებლად. ეს ფაქტორი კი
გავითვალისწინე ინტერვენციების დაგეგმვისას.
კვლევის პირველ ეტაპზე თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების
გამოყენებით ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობებზე დაკვირვებამ მომცა
სიღრმისეული ანალიზის საშუალება. მივედი იმ დასკვნამდე, რომ წიგნიერების დონე სამივე
საფეხურის მოსწავლეებთან არის დაბალი. მნიშვნელოვანი იყო იმისი მიგნებაც, რომ გამომწვევი
მიზეზები არაეთია და, შესაბამისად , ინტერვენციებიც უნდა დამეგეგმა ყველა საჭირო მიმართულებით.
გამომდინარე
იქიდან, რომ მშობელთა ანკეტირებამაც გამოკვეთა კონკრეტული პრობლემები (მშობლები იშვიათად
ახერხებენ, ჩაერთონ შვილებთან ერთობლივი კითხვის პროცესში), მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი
აქტივობის დაგეგმვა, რაც მოიცავდა მშობელთა ჩართულობას.
ჩემ მიერ დაგეგმილმა ინტერვენციებმა მიიღო შემდეგი სახე:
ინტერვენციები
Ø
„ჩვენ ერთად ვკითხულობთ“ - მასწავლებელი, მოსწავლე მშობელი.
Ø წიგნიერთა კლუბის ჩამოყალიბება
Ø ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის
მოწვევა სკოლაში აქციით, ,,წიგნის დღეები ჩვენს სკოლაში“ რომლის ფარგლებში მოეწყო წიგნების
გამოფენა.
Ø სკოლის ბილიოთეკით მოსწავლეთა დაინტერესებისთვის კონკრეტული
აქტივობის დაგეგმვა - (ერთი დღე წიგნის სამყაროში- ჩემი მეგზური ბიბლიოთეკარი).
Ø უფროსებთან (მშობელი, ბებო-პაპა) წიგნების ერთობლივი
კითხვა, წაკითხულის შესახებ განხილვა-მსჯელობა.
Ø შეხვედრების ციკლი თანამედროვე მწერლებთან, შეხვედრამდე
კი მათი ნაწარმოებების წაკითხვა და შემდეგ მსჯელობა-განხილვა.
Ø
აქტივობა 1 - წიგნის მკითხველთა კლუბის
ჩამოყალიბება 2 ასაკობრივ ჯგუფში, დაწყებით და საბაზო საფეხურზე,
Ø მიზანი
-მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,
თანამშრომლობითი და პრეზენტაციების უნარის განვითარების ხელშეწყობა
Ø აქტივობის
მსვლელობა ყოველი თვის მეორე ხუთშაბათს დაწყებითი საფეხურის, ხოლო ყოველი თვის მესამე
ხუთშაბათს საბაზო საფეხურის მოსწავლეები ხვდებიან ბიბლიოთეკაში და ერთმანეთს წარუდგენენ
წიგნს/ნაწარმოებს, რომელიც ამ ერთი თვის განმავლობაში წაიკითხეს და ცდილობენ დააინტერესონ
თანატოლები მათაც წაიკითხონ იგივე წიგნი და სურვილის შემთხვევაში იქვე ცვლიან წიგნებს.
საბაზო საფეხურის მოსწავლეები შეთანხმდნენ
რომელ წიგნს წაიკითხავდნენ , დაიყვნენ
ოთხ ჯგუფად, თითოეული ჯგუფის თითოეულმა წევრმა წაიკითხა სასურველი ჟანრის მიხედვით
შერჩეული ერთიდაიგივე წიგნი და შეხვედრაზე,
რომელიც გაიმართა მაისის ბოლო ხუთშაბათს, ისაუბრეს წაკითხული წიგნის თემასა და იდეაზე, პერსონაჟებზე,
ავტორებზე.
შედეგი - მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნები, შეძლეს ერთმანეთის
დაინტერესება და მოსმენა, წაკითხულ წიგნზე მითითებულ დროში იმდაგვარად საუბარი,რომ
დაეინტერესებინათ თანატოლები მათაც წაეკითხათ ამხანაგის რეკომენდირებული წიგნი. შეძლეს
წაკითხული წიგნის შესახებ საუბარი აუდიტორიის წინაშე.
v აქტივობა
2 - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შეხვედრა ,,ჯიპრაიდის“ ტრენერთან გიორგი ჭაუჭიძესთან საბავშვო მწერლის ამპლუაში
v მიზანი
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება - ჩამოყალიბდნენ
აქტიურ მკითხველებად, გააზრება-გარკვევა როგორ წერენ მწერლები მოთხრობებს.
v აქტივობის
მსვლელობა - გიორგი ჭაუჭიძემ მოსწავლეებთან
შეხვედრა დაიწყო მათი პროვოცირებით, საკლასო ოთახში მიმოახედა ისინი და ყურადღება გაამახვილებინა კედელზე, რომელზეც დახატული
იყო ხე, რომელზეც ისხდნენ ჩიტები. შემდეგ
ბავშვებს მიმართა კითხვით დაესახელებინათ რა იყო კედელზე გამოსახული, თავადაც თქვა
მარტივი წინადადებით და ბავშვებს ჰკითხა მოეწონათ თუ არა ამბავი და რა აკლდა ამ ამბავს?
შემდეგ მოსწავლეებს წარუდგინა ორი მოთხრობის სათაური ,,ბოროტი ბეჰემოტი“ და ,,ცუგა“
აჩვენა ილუსტრაციებიც და ჰკითხა რომლის მოსმენას ისურვებდნენ, მოსწავლეებმა შეარჩიეს
,,ბოროტი ბეჰემოტი“ გიორგიმ დაიწყო მოდელირებული კითხვა მოთხრობისა და თან კითხვის
პროცესში აკეთებდა პაუზებს და მოსწავლეებს უსვამდა კითხვებს, ბარათებზე აწერინებდა
პასუხებს ვისი ვარაუდი გამართლდებოდა და ასაბუთებინებდა საკუთარ პასუხებს. პირველი
მოთხრობის დასრულების შემდეგ ბავშვები იმდენად დაინტერესდნენ, რომ ავტორს სთხოვეს მეორე მოთხრობის წაკითხვაც და
მანაც ისეთივე მონდომებით წაუკითხა ,,ცუგა“
v შედეგი - მოსწავლეები შეხვდნენ საბავშვო მწერლის რანგში გიორგი ჭაუჭიძეს, ისაუბრეს
მასთან ,თუ როგორ წერენ მწერლები მოთხრობებს,
რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოთხრობა იყოს საინტერესო
ü აქტივობა
- საბაზო დასაშუალო საფეხურის
მოსწავლეების შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან.
ü აქტივობის
მიზანი -
მოსწავლეთა ცნობიერების
ამაღლება წიგნის კითხვის საჭიროებაზე. საუბარი მკითხველი და არამკითხველი ახალგაზრდების მენტალობასა და
აზროვნებაზე .
ü აქტივობის
მსვლელობა - მწერალმა დათო ტურაშვილმა მოსწავლეებთან საუბარი დაიწყო
თავისი ბავშვობის წლების წლების გახსენებითა იმ ეპოქაზე საუბრით, რმელშიც მას მოუწია
სტუდენტური ცხოვრება, შემდეგ საუბარი გააგრძელა როგორ დაიწყო წერა და რატომ უნდა იკითხონ
ახალგაზრდებმა წიგნები. მან გააკეთა მნიშვნელოვანი გზავნილები, წიგნის კითხვის საჭიროებასა
და აუცილებლობაზე. მწერლის მონოლოგის შემდეგ საუბარი გაგრძელდა მოსწავლეებთან დიალოგის
რეჟიმში. მოსწავლეები სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს ,რაზეც მწერლისგან იღებდნენ
ამომწურავ პასუხებს. ბოლოს დათო ტურაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა საკუთარი წიგნები
, რომელთა პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებს მიეცათ წიგნების შეძენის საშუალება ,
ვინაიდან მწერალთან ერთად სკოლაში იმყოფედა ,,ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა
ü შედეგი - მწერალმა დათო ტურაშვილმა მოსწავლეები საუბრისას დაარწმუნა, რომ ნაკითხი
საზოგადოება გაცილებით უფრო ადეკვატურია კრიტიკულ სიტუაციასა და პრობლემების გადაჭრის დროს, ვიდრე არამკითხველი
თაობა. საკუთარი წიგნების წარდგენის შემდეგ კი, მოსწავლეებმა შეიძინეს გამომცემლობისგან
მწერლის წიგნები და შეთანხმდნენ წაკითხვის
შემდგომ განეხილათ ერთობლივად.
v აქტივობა 4 ,,ჩვენ ერთად ვკითხულობთ “
v აქტივობის
მიზანი
მოსწავლეებმა მოისმინონ
ოჯახის უფროსი წევრის მიერ საინტერესოდ წაკითხული ნაწარმოები, რომელზეც გამართავენ
ერთობლივ მსჯელობას
v აქტივობის
მსვლელობა
სკოლაში დაწყებითი და
საბაზო საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით მოვიწვიეთ უფროსები : დედები, მამები , ბებიები, პაპები, უფროსი და-ძმა , ხოლო საშუალო
საფეხურის მოსწავლეები თავად ჩაერთნენ მკითხველის ამპლუაში. უფროსები ესაუბრებოდნენ
მოსწავლეებს მათთვის საყვარელ წიგნებზე, იხსენებდნენ ბავშვობაში პირველად წაკითხული
წიგნის შთაბეჭდილებით გამოწვეულ ემოციებს, საუბრობდნენ საყვარელ პერსონაჟებსა და გმირებზე,
იხსენებდნენ ამბავს, რომელიც წიგნის კითხვას უკავშირდება, მოსწავლეებს მისცეს რჩევა-რეკომენდაციები
რატომ უნდა წაიკითხონ წიგნები და და რა დადებითი გავლენა აქვს წიგნს ბავშვობის ასაკში.
შემდეგ უფროსებმა საყვარელი წიგნებიდან მოსწავლეებს წაუკითხეს კონკრეტული ამონარიდები,
რათა დაეინტერესებინათ ისინი და ურჩიეს ასაკის შესაბამისი წიგნების წაკითხვა
v აქტივობის
შედეგი
მოსწავლეები დაინტერესდნენ
უფროსების საუბრით, ყურადღებით უსმენდნდნენ მათ და საუბრიდან გამომდინარე კითხვებსაც უსვამდნენ, დაინტერესდნენ
ასევე მათ მიერ დასახელებული რამდენიმე წიგნით და გადაწყვიტეს წაეკითხათ და შემდეგ
ერთობლივად განეხილათ იმ ბავშვებს, რომლებიც ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავდნენ. შედეგის
თვალნათლივ დანახვისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობლებისა და შვილების
ერთობლივი სურვილი, რომ მომავალშიც ძალიან
სასიამოვნო იქნებოდა მათთვის მსგავს აქტივობაში მონაწილეობის მიღება
ü ერთი
დღე წიგნის სამყაროში- ჩემი მეგზური ბიბლიოთეკარი.
ü მიზანი
მოსწავლეთა დაინტერესება ბიბლიოთეკით და ბიბლიოთეკარის
გააქტიურება მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით
ü აქტივობის მსვლელობა
სამიზნე
ჯგუფის მოსწავლეები შეხვდნენ ბიბლიოთეკარს,
საინტერესო და შედეგიანი იყო წიგნის სამყაროში მოგზაურობა ბიბლიოთეკარის მეგზურობით.
ბავშვებმა ბევრი რამ გაიგეს ბიბლიოთეკის სპეციფიკაზე. წიგნთსაცავზე, მკითხველად გაწევრიანების
წესებსა და პროცედურებზე. დასვეს თვითონაც შეკითხვები, რაც ცხადყოფდა იმას, რომ აქტივობამ
მათში აღძრა ინტერესი, რაც ჩემთვის კონკრეტული შედეგის მაჩვენებელი იყო.
ვფიქრობ, ლოგიკური ნაბიჯი იყო მომდევნო
ინტერვენცია - ბიბლიოთეკიდან ერთობლივად შერჩეული
მხატვრული ლიტერატურის გამოტანა. მოსწავლეთა მიერ მათი ინდივიდუალურად წაკითხვის შემდეგ დისკუსიების მოწყობა. ვცდილობდი განხილვებისთვის
საინტერესო სახე მიმეცა ( ფიზიკური გარემოს მოწყობა, მერხების განლაგება. მოსწავლეთათვის პერსონაჟთა როლების მორგება, სასამართლო
პროცესის მოწყობა) მოსწავლეები ინტერესით ერთვებოდნენ პროცესში და თვითონაც მაწვდიდნენ
იდეებს. და უკვე სკოლის გარეთ ბიბლიოთეკებშიც დაიწყეს მათთვის სასურველი წიგნების მოძიება.
საბოლოო ჯამში, კვლევის საკვანძო ეტაპების ( კვლევის მეთოდების გამოყენება,
მონაცემთა ანალიზი, ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება) სიღრმისეულმა ანალიზმა
მომცა დასკვნით ფაზაზე მნიშვნელოვანი მიგნებების გაკეთების საშუალება. როდესაც კონკრეტული
პრობლემის კვლევას ვიწყებთ , არ უნდა დავსვათ კითხვები მხოლოდ ერთი მიმართულებით, რადგანაც
გამომწვევი მიზეზები, რაც შეიძლება საწყის ეტაპზე უმნიშვნელო ჩანს, შესაძლოა დასკვნით
ფაზაზე განმსაზღვრელად ჩაითვალოს.ჩემი კონკრეტული კვლევის ფარგლებში მივედი იმ დასკვნამდე,
რომ არ არის უმთავრესი პრობლემა წიგნის თანამედროვე
ტექნოლოგიით-კომპიუტერით ჩანაცვლება. განმსაზღვრელია, ასევე, მშობელთა დროის დეფიციტი
და ხშირ შემთხვევაში მათი მინიმალისტური როლი შვილის წიგნიერების დონის ამაღლების საკითხში
, სკოლის ბიბლიოთეკების როლი, ასევე, მხატვრული ლიტერატურის მიწოდების პროცესში მათი
სურვილების გათვალისწინება და პედაგოგთა მხრიდან საინტერესოდ დაგეგმილი აქტივობების
განხორციელების საჭიროება. პრობლემა კომპლექსურია და, შესაბამისად გადაჭრის გზების
ძიებაც კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს. ცხადია, რომ ერთი კვლევის ფარგლებში ამ პრობლემის
გადაჭრის ილუზია არ გვაქვს. მაგრამ მთავარი მიღწევა და შედეგი თითოეული ასეთი კვლევის
წარმოების შემთხვევაში არის სწორი აქცენტები. დიაგნოსტირების ეფექტური მექანიზმების
გამოყენება და შესაბამისად დაგეგმილი ინტერვენციები.
კვლევას, ვფიქრობ, ჰქონდა გასაუმჯობესებელი მხარეებიც,კერძოდ, სხვა დროს კვლევის პირველ ეტაპზე,ანკეტირებისას,
გამოვიყენებ ისეთ კითხვარსაც, რისი განმეორების საშუალებაც მექნება ინტერვენციების
განხორციელების მომდევნო ეტაპზე. მართალია, ჩემი კვლევის შემთხვევაში, ინტერვენციათა
ანალიზისა და დასკვნების გაკეთების ფაზაში ეს შედეგები კარგად ჩანს, მაგრამ თვალსაჩინოობის
კუთხით, უმჯობესია დიაგრამების სახით და პროცენტული
მაჩვენებლებითაც გამოისახოს.
გამოყენებული ლიტერატურა
http://mastsavlebeli.ge/?p=10746 ,, პედაგოგიურიპრაქტიკისკვლევა: თემასგამოცდილებაგვკარნახობს “
http://kargiskola.ge/SC/kitxvatest.phpთხრობითი და საინფორმაციო ტექსტები დიაგნოსტიკური წერისთვის
http://mastsavlebeli.ge/?p=281 სოფიკო ლობჟანიძე ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები
დანართები
დანართი 1
დანართი2
კითხვარი მოსწავლეებისთვის
კვლევის ,, წიგნიერების დონე ჩვენს სკოლაში“
ფარგლებში
გთხოვთ გულახდილად
უპასუხოთ კითხვებს: კლასი------ ასაკი
----- სქესი------
1.გიყვართ
წიგნების კითხვა? ა)კი ბ)არა
2.რა
სახის ლიტერატურას ანიჭებთ უპირატესობას?ა)სათავგადასავლო ბ) ისტორიული
გ)ფანტასტიკა დ)..............
3.
რამდენად ხშირად კითხულობ კლასგარეშელიტერატურას?
ა)იშვიათად
ბ) ყოველდღე გ) პერიოდულად დ) არასოდეს
4.
თუ სარგებლობ სკოლის ბიბლიოთეკით? ა)კი ბ)არა
5.სკოლის
ბიბლიოთეკის გარდა , თუ
სარგებლობ სხვა ბიბლიოთეკით
და როდის ისარგებლე ბოლოს?
6.სახლშითუ
გაქვს საოჯახო ბიბლიოთეკა და თუ ნახულობ შენთვის საჭირო ლიტერატურას?
ა) კი ბ) არა
7.ვინ კითხულობს
შენს სახლში ყველაზე ხშირად წიგნს ?
----------------------------------------------------
8.რატომ
კითხულობ წიგნს?ა)ინტერესის გამო ბ)მასწავლებლის მითითებით
გ)ცოდნის გაღრმავების დ)მშობლის მითითებით ე)ან სხვა მიზეზით----------------------------
9.საუბრობ
თუ არა წაკითხულ წიგნზე სხვებთან და თუ საუბრობ დაასახელე ვისთან
--------------------------------------------------------------------------------------------------------
10.წიგნის კითხვა ელექტრონულად
გირჩევნია თუ ბეჭდური სახით და რატომ ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
11.ახლა უფრო აქტიური
მკითხველი ხარ თუ წინა წლებში? ორივე შემთხვევაში (აქტიური თუ პასიური მკითხველი გახდი
) დაასახელე მიზეზი
ა) ახლა ბ) წინა წლებში
დანართი 3
კვლევის ,, წიგნიერების
დონე ჩვენს სკოლაში“ კითხვარიმოსწავლეთა მშობლებისთვის
გთხოვთ გულახდილად
უპასუხოთ კითხვებს:რომელ კლასშია თქვენი შვილი?--------
1.გაქვთ თუ არა სახლში ბიბლიოთეკა?
ა)კი ბ)არა
2.თქვენი შვილისთვის გაქვთ თუ არა საბავშო ბიბლიოთეკა
ცალკე?
ა) კი ბ) არა
3. ეხმარებით თუ არა შვილს ლიტერატურის შერჩევაში?
ა) კი ბ) არა
გ) იშვიათად
4 . იცით თუ არა რა ჟანრის ლიტერატურა იტაცებს თქვენს
შვილს?
ა) ვერ ვერკვევი
ბ) ვაკვირდები და ვიცი მისი ინტერესები
5. ვისი მითითებით
კითხულობს თქვენი შვილი კლასგარეშე ლიტერატურას?
ა) მშობლის დაჟინებით ბ) მასწავლებლის მითითებით გ) საკუთარი სურვილით
6. რადროს უთმობთ თქვენ თავად კითხვას?
ა)დიდი ხანია არ წამიკითხავს ბ)მუდმივად ვკითხულობ
გ) სამწუხაროდ, ჩემი რეჟიმის გამო იშვიათად ვკითხულობ
7. საუბრობთ თუ არა შვილთან ერთად წაკითხულის შესახებ?
ა) არ განვიხილავთ არასოდეს, (არ მცალია/ არ მიყვარს ის რასაც ჩემი შვილი კითხულობს)
ბ)ყოველთვის ვინტერესდები რა წაიკითხა და ვმსჯელობთ
წაკითხულის შესახებ
გ)თუ თავად დამიწყო საუბარი , რა თქმა უნდა ჩავერევი
8. თქვენი აზრით, რატომაა დღეს ბავშვებში წიგნიერების
დონე დაბალი ?
---------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. ჩაერთვებით თუ არა კვლევის ანალიზის შემდეგ დაგეგმილი
აქტივობების განხორციელებაში?
10. რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ იმისთვის,რომ გაიზარდოს
მოსწავლეთა შორის კითხვის სურვილი ?
დანართი 4
1.რამდენი მოსწავლე სარგებლობს სკოლის ბიბლიოთეკით
?
სულ?
-----------------
დაწყებითი საფეხური-------------------------
საბაზო საფეხური -------------------------
საშუალო საფეხური -------------------------
2. ძირითადად რა ჟანრის წიგნებს კითხულობენ?
3.წიგნის დაბრუნების შემდეგ თუ ახერხებთ მოსწავლეებთან შინაარსზე გასაუბრებას?
4.ვინ უფრო აქტიური მკითხველია გოგონები თუ ბიჭები?
5.გაგიხორციელებიათ თუ არა ისეთი აქტივობა, რომელიც
მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობდა? (წიგნის განხილვა, მწერალთან
შეხვედრა, კონურსი........)
6. როგორ ფიქრობთ, რომელი აქტივობების დაგეგმვა შეუწყობს
ხელს წიგნიერების დონის ზრდას?
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის კოლეგებთან გაზიარების
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წელს ჩემს მიერ განხორციელებული
კვლევის შედეგების კოლეგებთან გაზიარების მიზნით
დავგეგმე სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული კვლევა ელექტრონულად, მონიტორზე წარვუდგინე კოლეგებს.
შეხვედრას არ ჰქონდა მხოლოდ ლექციური ხასიათი.
ჩემ მიერ გაკეთებულ მოხსენებას თან ერთვოდა ეკრანზე გამოტანილი დიაგრამები, რაც კვლევის
ანგარიშშია მოცემული. შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის
რეჟიმში. კოლეგებისთვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა საკვლევი თემა. ასევე, საინტერესო
იყო მათთვის ჩემ მიერ გამოყენებული სტრატეგიები. დეტალურად განვიხილეთ ინტერვენციები
და ერთობლივად გავაანალიზეთ შედეგები. აღმოჩნდა , რომ კოლეგები ეთანხმებოდნენ ჩემ მიერ
გაკეთებულ დასკვნებს, რამაც მომცა იმისი ფიქრის საშუალება, რომ კვლევის ანგარიშში ჩემ
მიერ გაკეთებული ანალიზი იყო სწორი . მათ გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნულ პრაქტიკას
თვითონაც გამოიყენებდნენ საკუთარ საქმიანობაში.
No comments:
Post a Comment