მენტორ-მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამის მენტორ-მასწავლებლის საქმიანობა


             ქ თბილისის 118-ე საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის , მენტორ-მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამის მენტორი  მასწავლებლის თამარ თაბუაშვილის  ანგარიში 

   განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ცენტრი არაერთ საინტერესო და სასარგებლო პროგრამასა თუ პროექტს ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა მენტორ-მაძიებლობა, რომელიც ახალგაზრდა თაობის დაოსტატებასა და სკოლაში მათ დასაქმებას ემსახურება.

   2012 -2013 სასწავლო წელს პირველად მივიღე მონაწილეობა მენტორ-მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში , რომელიც შედგებოდა სამი  ეტაპისგან: 1) სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩევა, 2)სამოდელო გაკვთილის გეგმის წარდგენა და 3)დასწრება გაკვეთილზე. სამივე ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ გასულ სასწავლო წელს ვიმუშავე ორ მაძიებელთან- თეა თოფურიასთან და თამარ კირთაძესთან. მათგან ერთი , თამარ კირთაძე გავიდა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე, მოიპოვა სერთიფიკატი და დასაქმდა სკოლაში, ხოლო მეორე ,,მაძიებელი“ თეა თოფურია დასაქმდა გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

        2013-2014 წელს კვლავ მივიღე მონაწილეობა მენტორთა შესარჩევ კონკურსში, ამჯერად მენტორად  განვლილი წლის მუშაობის ამსახველი პორტფოლიოს წარდგინების საფუძველზე კვლავ შემარჩიეს მენტორ-მასწავლებლად. წლის დასწყისში სკოლაში მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის სურვილით გამოცხადდა სამი ახალგაზრდა, მათგან ერთს-უარი ეთქვა, ხოლო ორი ახალგაზრდას რიმა შერმადინს  და გვანცა ახალკაცს გასაუბრების შემდეგ ნება დავრთეთ ჩართულიყვნენ პროგრამაში.

                ორივე მათგანთან მუშაობა დავიწყე მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შედგენილი სამოქმედო გეგმის საშუალებით. მაძიებლებთან პირველი ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდი მხოლოდ თეორიულად -ვაცნობდი სწავლების თეორიებს, სხვადასხვა სასწავლო  მეთოდებს, ერთად ვგეგმავით გაკვეთილებს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, ვქმნიდით შეფასების რუბრიკებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებისთვის, ვამზადებდით საპრეზენტაციო სლაიდებს, სხვადასხვა ტიპის ტესტებს და სავარჯიშოებს. ამ ყველაფრის პარალელურად მესწრებოდნენ გაკვეთილებზე და შემდეგ ერთად განვიხილავდით ჩატარებული გაკვეთილის დადებით და უარყოფით მხარეებს.მეორე სემესტრიდან კი თეორიულად ნასწავლის პრაქტიკულად განხორციელება დავიწყეთ, ერთობლივად დაგეგმილ გაკვეთილებს უკვე პრაქტიკულად ატარებდნენ დამოუკიდებლად და შემდეგ განვიხილავდით მიღწეულ და მისაღწევ შედეგებს. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მაძიებლებისთვის ასევე ჩემი კათედრის წევრების გაკვეთილებზე დასწრება, რადგან თითოეული მათგანისაგან სწავლობდნენ საგაკვეთილო პროცესის მრავალფეროვანი მეთოდებით ჩატარებას.

         მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ასევე გვანცა ახალკაცისა და რიმა შერმადინის ურთიერთობა, ისინი ნამდვილი კოლეგებივით ერთობლივად სწავლობდნენ, განიხილავდნენ, გეგმავდნენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ზრუნავს, მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზეც ამიტომ, ორივე მათგანმა მოისმინა ტრენინგების კურსი-საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და ასევე შეფასების კრიტერიუმების შექმნა.

        ორივე მაძიებელი აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და მათი ინიციატივით მერვე კლასის მოსწავლეები საპროგრამო მასალის გავლის შემდეგ გვყავდნენ ხელნაწერთა ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების დასავალიერებლად, ხოლო მათ თავად მოამზადეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ქრთული მარტო ენაა?!“ , რომელიც მასწავლებლის სახლის საკონფერენციო დარბაზში წარვადგინეთ, ჩავატარეთ ასევე კალიგრაფიის კონკურსი და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადავეცით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დაწესებული პრიზები.

     ვთვლი, რომ მენტორ-მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა საგანმანათლებლი სივრცეში და ვისურვებდი  მომავალ სასწავლო წელს არაერთი თვენგანის ჩართვას ამ პროგრამაში , რათა რეალურად განვახორციელოთ უდიდესი სიბრძნე ,,რასაცა გასცემ შენია,რაც არა დაკარგულია“ რატომ ეს ფრაზა ? ადამიანები ამ აფორიზმს მატერიალურის გაცემასთან აიგივებენ. მე კი მგონია, რომ ვინაიდან ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა”  და ,,არც ცხადის ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების” სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მეტი გავცეთ ჩვენი ნებით ყველაზე დიდი განძი , ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრე- ცოდნა და გამოცდილება, რათა გვყავდეს ღირსეული ცვლა

გვანცა ახალკაცის, რიმა შერმადინის, თამარ კირთაძის, თეა თოფურიას მიერ მენტორ-მაძიებლობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები 

                                                     





































No comments:

Post a Comment