,, ტოლერანტობა - ადამიანური ღირსება“
ქ. თბილისის
118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ თაბუაშვილის
მიერ განხორციელებული პროექტის ,,
ტოლერანტობა - ადამიანური ღირსება“ რეფლექსია
სადამრიგებლო საათზე საუბრისას ერთ-ერთმა მოსწავლემ
აღნიშნა, რომ უბანში მდებარე უმაღლესი სასწავლებლის უნდოელ სტუდენტებს ცუდად ექცევიან
და მეორე მოსწავლემ ირონიით წარმოთქვა ფრაზა - ,,ფუ, ეს ინდოელები, სუნიანები“ რაზეც,
ცხადია იქვე მიიღო შენიშვნა ,როგორც ჩემგან ასევე თანაკლასელთა უმრავლესობისგან, თუმცა
მის მიერ ნათქვამი ფრაზა გახდა საფუძველი დაბადებულიყო იდეა პროექტის განხორციელებისათვის,
მე შევთავაზე მოსწავლეებს, ერთ-ერთ აქტივობად მოგვეწვია სკოლაში სტუდენტები და გავცნობოდით
მათ ახლოდან, მათ თავიანთი იდეები მომაწოდეს და ასე დაიწერა პროექტის გეგმა.
მიზანი, რაც პროექტის დაგეგმვისას დავისახეთ,
ვფიქრობ, სრულყოფილად განხორციელდა. ამის დასტურად თუნდაც იმ ერთი მოსწავლის ქმედება
გამოდგება. მოსწავლე, რომლის ნათქვამმა ირონიულმა ფრაზამ გადამაწყვეტინა ამ პროექტის
განხორციელება, დასკვნითი რონისზიების დამთავრების შემდეგ მოვიდა ჩემთან და ჩამჩურჩულა
,,მას, ბოდიში, რომ მე ინდოელები იმ სიტყვებით მოვიხსენიე, რა მაგარი ადამიანები ყოფილან
და რა კარგი ტრადიციები ჰქონიათ “ გარდა ამისა მოსწავლეები და სტუდენტები დამეგობრდნენ
სოციალური ქსელებით, იქვე გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც და სამომავლო ერთობლივ ღონისძიებებზეც
ფიქრობენ.
აბსოლიტურად ყველა დაგეგმილი აქტივობა წარიმართა
ისე , როგორც იყო გათვალისწინებული, თავდაპირველ შეხვედრაზე გავცვალეთ იდეები და გავწერეთ
პროექტის გეგმა, შემდეგ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ჩართულობით მე თავად ვესაუბრე
მოსწავლეებს ტოლერანტობაზე და გავმართეთ მინი დისკუსია, მოვამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტები და დავარიგეთ თემში, მოვიწვიეთ ინდოელი სტუდენტები, ასევე ინდოელი ბიზნესმენი,
რომელსაც აქვს ინდური რესტორანი და მან მოტანა საკუთარი რესტორნიდან ინდური სამზარეულოს
კერძები, მოსწავლეთა მშობლებმა კი ქართული სამზარეულოს კერძები დაახვედრეს სტუმრებს,რაც
ღონისძიების შემდეგ ერთად დავაგემოვნეთ.
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო პრეზენტაციის
დღეს, რადგან ამ დრეს მოსწავლეები ძალიან დაუახლოვდნენ ინდოელ სტუდენტებს, და მატ სულ
სხვაგვარი თვალით შეხედეს, მით უფრო , როცა დაინახეს, როგორი პატივისცემით საუბრობდნენ
საქართველოსა და ქართველებზე .
პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ის სარგებელი
რომ უკეთ გაეცნენ ერთმანეთის ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს, ქართველმა ბავშვებმა
დაინახეს, რომ ცუდი და კარგი ეროვნების მახასიათებელი კი არაა არამედ ადამიანობის,
იგივე შეიძლება ითქვას ინდოელებზეც, რომლების მიხვდნენ რომ საქართველოში მხოლოდ უარყოფითად
კი არ აფასებენ მათ ყოფნას, არამედ შესაძლოა ყავდეთ მეგობრებიც. მშობელთა ჩართულობაც
იყო მნიშვნელოვანი, რადგან მათაც დაინახეს რომ ინდოელი სტუდენტები აქ , საქართველოში,
განათლების მისაღებად არიან ჩამოსულები და მათ საკუთარი ხელიით ამოავლებინეს ჩურჩხელები.
პროექტის მსვლელობისას მოდიფიცირება არ გამხდარა
საჭირო, დავამატეთ მხოლოდ მოწვეული სტუმრები, პრეზენტაცია დაესწრო დეპუტატის ბიუროს
წარმომადგენელი ბექა სივივაძე, რომელმაც დადებითად შეაფასა პროექტი და საკუთარი პოზიციაც
დააფიქსირა ტოლერანტული კულტურის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებდი
ენობრივ ბარიერს და უცხო ენის მასწავლებელსაც ჩავრთავდი, რადგან მეცხრეკლასელ მოსწავლეებს
ზოგჯერ უჭირდათ კონკრეტული სიტყვების თარგმნა.
სოციალური პროექტი:
ტოლერანტობა-ადამიანური ღირსება
|
|
სახელი და
გვარი
|
თამარ
თაბუაშვილი
|
რაიონი
|
გლდანი
|
სკოლა
|
სსიპ ქ.
თბილისის 118-ე საჯარო
|
ქალაქი
|
თბილისი
|
სოციალური
დონე/კლასი
|
|
მე-9 , საბაზო საფეხური
|
|
თემის
მონახაზი
|
|
თემის
დასახელება - ტოლერანტობა ადამიანური ღირსება
|
|
პროექტის აქტუალობის დასაბუთება
|
|
ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობაა ის ფაქტი, რომ სასიკეთო ძვრების მიუხედავად დღესაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია არატოლერანტული ქცევის გამოვლენა, და ამ პრობლემის აღმოფხვრა არამარტო ქართული,არამედ, მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა.
ჩვენს უბანში,ავჭალაში, სადაც მდებარეობს ჩვენი სკოლა, მდებარეობს ახალი უმაღლესი სასწავლებელი,სადაც ძირითადად სწავლობენ ინდოელი ახალგაზრდები. ჩვენს მოსწავლეებს ხშირად უწევთ მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდოელ სტუდენტებთან ერთად და ისინი აფიქსირებენ სამწუხარო ფაქტებს- როგორ ცუდად ექცევა მათ საზოგადოების უმეტესობა. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, სამწუხაროდ მოსწავლეები ჯერაც ვერ იაზრებენ იმ უარყოფით შედეგებს, რაც სტერეოტიპულ აზროვნებას მოჰყვება, პირველ რიგში
დისკრიმინაცია, ბულინგი და ა.შ. ამ პროექტის განხორციელებისას კი ყველაზე უფრო
მეტად დადებითი იქნება ის ,რომ თავად მოსწავლეები მიუდგებიან საკითხს სხვაგვარად
ცნობიერების ამაღლების გზით და შემდეგ ისინი საზოგადოებას არ მისცემენ უფლებას
ადამიანები განასხვავონ კანის ფერისა თუ ეთნიკურობის ნიადაგზე, რასაც ხელს შეუწყობს
ასევე უსუალო ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში.
|
|
პროექტის მიზანი
|
|
მოსწავლეებმა
გაიაზრონ არატოლერანტული საზოგადოების რისკ-საფრთხეები, გააცნობიერონ
ტოლერანტობის არსი, მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ცუდი ან კარგი თვისება და საქციელი
ეროვნების კი არა, ადამიანის მახასიათებელია , თანამშრომლობითი და საპრეზენტაციო
უნარების განვითარების ხელშეწყობა
|
|
განხორციელების
დროის ჩარჩო
|
|
პროექტი განხორციელდება ერთი თვე, 2018 წლის
დეკემბერში
|
|
ამოცანები
და განხორციელების გზები
|
|
ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
არატოლერანტული გარომოს არსებობის მიზეზების დადგენა და გააანალიზება
არსებული პრობლემის მოგვარების გზების დასახვა
პროექტის განხორციელების გზები
v
სამუშაო შეხვედრა
პროექტის დასაგეგმად
v
პრეზენტაცია სამოქალაქო მასწავლებლის ჩართულობით -ტოლერანტობა (3დეკემბერი )
v
ტოლერანტობაზე
ფილმის ჩვენება -განხილვა (6დეკემბერი)
v დისკუსია თემაზე ,,როგორია ტოლერანტული და არატოლერანტული
საზოგადოება“ (10 დეკემბერი)
v ფლაერების მომზადება მოსახლეობაში გავრცელება (3-20 დეკემბერი )
v შეხვედრა ინდოელ სტუდენტებთან, ქართული და ინდური
სამზარეულოს თანხლებით ქართულ-ინდურ კულტურასა და ტრადიციებზე საუბარი ინდოელი სტუდენტების
და ჩვენი მოსწავლეების მომზადებული პრეზენტაციების თანხლებით (27 დეკემბერი )
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
|
მოსწავლეებმა გაიაზრეს
ტოლერანტობის, როგორც მცნების მნიშვნელობა, დაფიქრდნენ და გაიაზრეს, რომ
არატოლერანტული ქმედება უკულტურო ადამიანობის გამოვლენაა, გაიუმჯობესეს
პრეზენტაციისა და თანამშრომლობის უნარები
|
|
პროექტის მონაწილეთა
გამოცდილება
|
|
მოსწავლეებს გააჩნიატ
პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, მათ არაერთი სოციალური პროექტის
განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა , მათ შორის მერიის მიერ დაფინანსებული
საგრანტო პროექტის განხორციელებაშიც. http://proeqti2017.blogspot.com/ მოსწავლეებმა იციან პრეზენტაციების მომზადება,
საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება. თუმცა ტექნოლოგიების გამოყენება ვინაიდან ყველას
მოსწავლეს ერთნაირად არ შეუძლია, ვისაც ეს უნარები უკეთ აქვთ განვითარებული ისინი
ააწყობენ პრეზენტაციას pover-point -ში
და და დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს. ვინაიდან სტუმრად უნდა მოვიწვიოთ არაქართულენოვანი
სტუმრები საწიროა მათთვისაც გასაგები იყოს რას ვისაუბრებთ,ამიტომ ,,თარჯიმნის“ ფუნქციას შეასრულებენ ის მოსწავლეები
ვისაც, ეს უკეთ გამოსდის ,ამიტომ ინგლისურის მცოდნეთა ჯგუფი თარგმნის პრეზენტაციისთვის
მომზადებულ მასალებს
|
|
პროექტის განხორციელების
რისკები
|
|
მართალია პროექტი
მოსწავლეებთან შეთანხმებით არის დაგეგმილი და იმდენად საინტერესო და
მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, რომ შესაძლოა არც კი არსებობდეს რისკი მის
განსახორციელებლად, თუმცა მაინც შესაძლოა რამდენიმე თემაზე ვივარაუდოთ რომ
შეიძლება პრობლემა წარმოიქმნას განხორციელებისას, მაგალითად თავად ინდოელმა
სტუდენტებმა განაცხადონ უარი პროექტში ჩართულობაზე, ეს საფრთხე რომ თავიდან
ავიცილო მათ ჩემი ჩართულობით თავიდანვე გააცნობენ მოსწავლეები პროექტის მიზნებსა
და ამოცანებს, რაც იმედია უზრუნველყოფს მათ ჩართულობას. ერთგვარი რისკია ასევე
საინფორმაციო ფლაერების დარიგება, რადგან საზოგადოების მზაობაა ჯერ არაა ტოლერანტული შეგნების. ამიტომ შესაძლოა
მოსწავლეებს შეხვდეთ გარკვეული წინააღმდეგობა,რის გადასალახადაც ჩავრთავთ
მშობლებს და უფროსების თანდასწრებით ნაკლები საფრთხე იქნება ვინმემ შეურაცხყოს
მოსწავლეები.
|
|
მონიტორინგი და შეფასება
|
|
პროექტის მონიტორინგი
გნხორციელდება მასწავლებლის უშუალო დაკვირვებითა და რეკომენდაციების გაცემით, აქტივობების ვიდეოსა და ფოტოებზე ასახვით და
ინტერნეტსივრცეში მასწავლებლის ბლოგზე
განთავსებით განთავსებით
|
,, მე შემიძლია გავხდე ბუნების დამცველი “
ქ. თბილისის 118-ე
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ თაბუაშვილის მიერ განხორციელებული
პროექტის ,, მე შემიძლია ვიყო ბუნების ქომაგი
„ რეფლექსია
პროექტის მიზნები
უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან, რომ მოსწავლემ
უნდა შეძლოს ,, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა“ ვფიქრობ, ეს მიზანი
მიღწეული იქნა, რადგან მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ამოთხარეს ის ორმოები, რომლებშიც
ხეები უნდა დაერგოთ.
ყველა დაგეგმილი აქტივობა წარიმართა პროექტის
გეგმის მიხედვით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მომზადდა წერილი , რომლითაც
მივმართეთ ავჭალის მუნიციპალიტეტის ბიუროს დახმარებისთვის, გამოეყოთ მარადმწვანე ხეები
სკოლის ტერიტორიის გასამწვანებლად და მათგან მივიღეთ კიდეც ნაძვების ნერგები.
პროექტი ყველაზე წარმატებული სწორედ იმ კომპონენტში,
იყო, როდესაც ერთ-ერთ დაგეგმილ აქტივობაში მოსწავლეები ხალისით და აქტიურად ჩაერთვნენ
, საკუთარი ხელით ამოთხარეს ორმოები და რგავდნენ ხეებს, ტან წყალს უსხამდნენ და ყველა
ხეს დაარქვეს სახელები, ვინ რომელ ხეზე იზრუნებდა, რომ არ მოეკლოთ მათთვის წყალი. ხეების
დარგვის აქციაში გლდანი-ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
პროექტში მონაწილე ბავშვებმა ის სარგებელი მიიღეს
რომ ,რეალურად გამოხატეს ზრუნვა დედაბუნების და ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე და მხოლოდ
ფუჭი სიტყვებით არ საუბრობენ ამ საკითხზე, ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის
ის გარემო რაც აქციის დროს დაფიქსირდა - ყველა ზრუნავდა ერთმანეთზე და საოცარი კულტურა
შეინიშნებოდა თანამშრომლობის, ვისაც გაუჭირდებოდა ორმოს ამოთხრა მას ეხმარებოდნენ,
რომ ყველას თავისი ხე ჰქონოდა.
პროექტის განხორციელების შემდგომ მოხდა აქტივობების
დამატება, საპატრიარქოსა და მუნიციპალიტეტის
ერთობლივი აქციის ფარგლებში სკოლებისთვის ადრე გაზაფხულზე გამოიყო არა მარადმწვანე,
არამედ ხილის ნერგები . ვინაიდან სკოლის ტერიტორიაზე იყო თავისუფალი სივრცე, ჩვენ მივიღეთ
ეს გამოწვევაც, კიდევ ერთხელ დავიკაპიწეთ ხელები, ამოვთხარეთ ორმოები და და დავრგეთ
ხილის ნერგები, რომლებიც ასევე მოვრწყეთ და პერიოდულად კიდევ ვრწყავდით, რათა ყველა
ხეს ეხარა.
გულდასაწყვეტია, რომ არ გვაქვს იმ აქციის ფოტოები,
როდესაც მოსწავლეები გულდასმით ასუფთავებდნენ მშობლიური სკოლის ეზოს. სკოლის ეზოს მიმდებარედ
არის ავტობუსის გაჩერება, და სამწუხაროდ მოსახლეობის დაბალი შინაგანი კუტურის გამო, ხშირად
მგზავრები სკოლის ეზოში ისვრიან დაცლილ ბოთლებს თუ ქაღალდებს და მოსწავლეებმა რამდენჯერმა
გაასუფთავეს ეზო, თან მოსახლეობას მიმართავდნენ სიტყვიერად რომ ეზრუნათ გარემოს დაცვაზე.
მსგავსი ტიპის პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ,
რომ იყოს უფრო მასშტაბური და მართალია ინიციატორი იქნება ერთი კლასი, მაგრამ ჩართულობა
იყოს უფრო მეტი მოსწავლის და თემის წარმომადგენლების.
სოციალური პროექტი: ,, მე შემიძლია გავხდე ბუნების დამცველი “
|
|
სახელი და გვარი
|
თამარ თაბუაშვილი
|
რაიონი
|
გლდანი
|
სკოლა
|
სსიპ ქ. თბილისის 118-ე საჯარო
|
ქალაქი
|
თბილისი
|
სოციალური დონე/კლასი
|
|
მე-9 , საბაზო საფეხური
|
|
თემის მონახაზი
|
|
თემის დასახელება - ,, მე შემიძლია გავხდე ბუნების დამცველი “
|
|
პროექტის აქტუალობის დასაბუთება
|
|
თბილისი რომ ეკოლოგიური
კატასტროფის პირასაა , დაბინძურებულია ჰაერი გამონაბოლქვის გამო, მწვანე საფარი ჩაანაცვლა
ბეტონის ,,ჯუნგლებმა“ და ადამიანებს უკვე სუნთქვა უჭირთ, ამაზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ. სწორედ ამიტომ
გადავწყვიტე ჩემს სადამრიგებლო მეცხრე კლასელებისთვის შემეთავაზებინა ისეთი პროექტი,
რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებოდა გაეაზრებინათ რა რისკ-საფრთხეები ახლავს ჩვენგან
დაუცველი გარემოს დაბინძურებას , და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ბუნებაში უხეშმა ჩარევამ
და მისმა მოუვლელობამ. იდეის შეთავაზების შემდეგ მათგან წამოვიდა საინტერესო მოსაზრებები
და გავწერეთ პროექტი
|
|
პროექტის მიზანი
|
|
მოსწავლეებმა შეძლეონ
სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერება-გააზრება , დაგეგმონ და განახორციელონ
გამწვანების აქციები, დასუფთაონ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, თანამშრომლობითი კულტურის
განვითარების ხელშეწყობა.
|
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
|
პროექტი განხორციელდება
2018-2019 სასწავლო წელს
|
|
ამოცანები და განხორციელების გზები
|
|
არსებული ეკოლოგიური პრობლემების
გაცნობიერება, ზრუნვა საკუთარი ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაზე
პროექტის
განხორციელების გზები
v
სამუშაო
შეხვედრა პროექტის დასაგეგმად
v
წერილის
მომზადება და გაგზავნა შესაბამის ინსტანციებსი მწვანე ნარგავების მოთხხოვნით
v
სკოლის
მიმდებარე ტერიტორიაზე ნარგავების დარგვა და ზრუნვა მათ მოვლა-პატრონობაზე
v
მშობელთა
და თემის ჩართულობა გამწვანებისა და დასუფთავების აქციებში
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
|
მოსწავლეები გააცნობიერებენ საკუთარ როლს ქვეყნის ეკოსისტემის გაუმჯობესების
საქმეში, დარგავენ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ნარგავებს და შემდეგ იზრუნებენ
მათ-მოვლა-პატრონობაზე
|
|
პროექტის მონაწილეთა გამოცდილება
|
|
მოსწავლეებს გააჩნიათ პროექტებზე
მუშაობის გამოცდილება, მათ არაერთი სოციალური პროექტის განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა
, მათ შორის მერიის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის განხორციელებაშიც. http://proeqti2017.blogspot.com/ შესაძლოა ყველა მოსწავლეს არ შეეძლოს ფიზიკურად
მუშაობა, ორმოების ამოთხრა, ამიტომ გათვალისწინებული იქნება მათი შესაძლებლობები
და ისინი წყალს დაუსხამენ ახლადდარგულ ხეებს.
|
|
პროექტის განხორციელების რისკები
|
|
მართალია პროექტი მოსწავლეებთან შეთანხმებით არის დაგეგმილი და იმდენად საინტერესო
და მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, რომ შესაძლოა არც კი არსებობდეს რისკი მის განსახორციელებლად,
თუმცა მაინც შესაძლოა რამდენიმე თემაზე ვივარაუდოთ რომ შეიძლება პრობლემა წარმოიქმნას
განხორციელებისას, ვერ ვიშოვოთ ნერგები, სამუშაო იარაღები ორმოების ამოსათხრელად.
პირველი პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ინსტანციას მივმართავთ და ჩავრთავთ მუნიციპალიტეტის
სამსახურსაც, მეორე პრობლემის მოგვარებაშიც სკლის ადმინისტრაციას და იმავე მუნიციპალიტეტს
მივმართავ დასახმარებლად
|
|
მონიტორინგი და შეფასება
|
|
პროექტის მონიტორინგი გნხორციელდება მასწავლებლის უშუალო დაკვირვებითა და
რეკომენდაციების გაცემით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გახარებული ნარგავების ხილვით.
აქტივობების ვიდეოსა და ფოტოებზე ასახვით
და ინტერნეტსივრცეში მასწავლებლის ბლოგზე
განთავსებით .
|
ქ. თბილისის 118-ე
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ თაბუაშვილის მიერ განხორციელებული
პროექტის ,, ზებრაგადასასვლელი - უსაფრთხოების
გარანტი“ რეფლექსია
სკოლაში მიმავალი ყოველ დილას ვხედავდი როგორი
ქაოსური სიტუაცია იქმნებოდა სკოლის წინ მდებარე ზებრაგადასასვლელის ირგვლივ და ხშირად
საავარიო სიტუაციიდან ძლივს გადარჩენილან ქვითად
მოსიარულეები. ეს ფაქტი ძალიან მაწუხებდა და ერთ-ერთ შეხვედრაზე საკუთარი სადამრიგებლო
კლასის მოსწავლეებს შევთავაზე გაგვეხორციელებინა პროექტი, რომლის ფარგლებში შევძლებდით
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა მათ ესარგებლათ ზებრა გადასასვლელებით და
არ გადაეკვეთათ ქუჩა ნებისმიერ ადგილას , სადაც ეს მოუნდებოდათ. როდესაც მოსწავლეებს
ეს იდეა მივაწოდე, მათგან წამოვიდა იდეა რომ არ შემოიფარგლებოდნენ საინფორმაციო ბუკლეტების
დარიგებით და კარგი იქნებოდა თუ ზებრაზევე დაიწყებდნენ მორიგეობას და წესრიგის დამრღვევებს
ადგილზევე მიუთითებდნენ, გადავწყვიტე, რომ ამ აქციაში ჩამერთო იმ კლასის მოსწავლეები,
რომლებსაც მე ვასწავლიდი და მეცხრეკლასელებთან ერთად მონაწილეობას მიიღებდნენ მესამე
და მეხუთეკლასელი მოსწავლეებიც.
ვფიქრობ, მოხერხდა პროექტის მიზნების მიღწევა, რადგან მოსწავლეები
საკუთარი ინიციატივით ხალისით იყვნენ ჩართულნი პროექტის განხორციელებასი და იმაზე მეტი
აქტივობები განვახორციელეთ ,ვიდრე ეს დაგეგმილი გვქონდა. პირველ დღეებში მოსწავლეებმა
თაბახის ფურცლებზე გააკეთეს წარწრები ,, გადადი ზებრაზე“ ,,აქ არ გადახვიდე“ ,,გადასასვლელი სულ ახლოსაა „ და ამ წარწერებით
გამწკრივდნენ სკოლის წინ მდებარე ზებრა გადასასვლელის გასწვრივ, უთითებდნენ ყველას
ვინც არასწორად ცდილობდა გადასვლას, ამ დროს შეგვამჩნია ავჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა
საკრებულოში შალვა ოგბაიძემ და ჩვენთან ერთად გაჩერდა და შემოგვთავაზა ამავე თემაზე
და კიდევ საგზაო მოძრაობასა და უსაფრთხოებაზე საუბრის ჩასატარებლად შეეძლო მეწვია სტუმარი
,რასაც ცხადია დავთანხმდით.
ყველა დაგეგმილი აქტივობა
განვახორციელეთ და პირიქით, დაემატა ერთი აქტივობა, რომელიც პროექტის გეგმაში ფაქტობრივად
არ ყოფილა გაწერილი და სპონტანურად დაიგეგმა ბატონ შალვა ოგბაიძის სტუმრობის შემდეგ
სკოლაში გვეწვია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო
გზებისთვის“ თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილი, რომელთან შეთანხმებითაც მოეწყო საინტერესო
შეხვედრა არამხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მათ მშობლებთანაც და თემის წარმომადგენლებთან.
ამავე შეხვედრაზე დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გადმოგვცეს სპეციალური ნიშნები,
რომელიც დაგვეხმარებოდა ჩვენ მიერ ორგანზებული პროექტის ეფექტურად განხორციელებაში.
პროექტი საინტერესოდ მიმდინარეობდა ,რაც მის წარმატებულობას უზრუნველყოფდა, ყველაზე
უფრო კი საინტერესო გამოვიდა სკოლაში ეკა ლალიაშვილის სტუმრობისას განხორციელებული
აქტივობები, რომელიც არ იყო მხოლოდ ლექციური ტიპის და მიმდირაეობდა ინტერაქცია.
პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ის სარგებელი,
რომ პირველ რიგში აიმაღლეს თავად ცნობიერება საგზაო მოძრაობის უსაფრთოების წესებთან
დაკავშირებით, და სხვებსაც უთითებდნენ დარვევის შემთხვევაში. გაუღრმავდათ სამოქალაქო
ცნობიერებაც .
სამომავლოდ მსგავს პროექტებზე მუშაობისას გავითვალისწინებ,
რომ მშობელთა ჩართულობა იყოს უფრო მაღალი, განსაკუთრებით კი მამების.
სოციალური პროექტი: ,, ზებრა გადასასვლელი - უსაფრთხოების გარანტი“
|
|
სახელი და გვარი
|
თამარ თაბუაშვილი
|
რაიონი
|
გლდანი
|
სკოლა
|
სსიპ ქ. თბილისის 118-ე საჯარო
|
ქალაქი
|
თბილისი
|
სოციალური დონე/კლასი
|
|
მე-3 - მე-5 – მე-9 , დაწყებითი საბაზო საფეხური
|
|
თემის მონახაზი
|
|
თემის დასახელება - ზებრა გადასასვლელი -უსაფრთხო მგზავრობის შესაძლებლობა
|
|
პროექტის აქტუალობის დასაბუთება
|
|
დღევანდელი რეალობაა ის,
რომ საკმაოდ მომრავლდა ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საჭესთან სხედან როგორც
გამოცდილი,ასევე გამოუცდელი მძღოლები. ხშირად იქმნება ჩვენს გზებზე საცობები, ფერხდება
მოძრაობა და ამაში დამნაშავენი მხოლოდ მძღოლები არ არიან. ზოგჯერ ისე ხდება, რომ
ქვეითები გაცილებით მეტ შეცდომებს უშვებენ
და აფერხებენ მოძრაობას, ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემაა ქვეითების
მიერ გზის გადაკვეთა ნებისმიერ ადგილას
, სადაც ეს მათ მოესურვებათ, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. ეს განზოგადებული
პრობლემა არც ჩვენი თემისთვისაა უცხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ჩვენივე , 118-ე საჯარო სკოლის
მოსწავლეთა მოთხოვნით დაიხაზა ე.წ. ზებრაგადასასვლელი ,მოსახლეობა არ სარგებლობს
ამ გადასასვლელით და ყველგან კვეთენ გზას ,სადაც მოესურვებათ. განსაკუთრებული საფრთხე
იქმნება დილის და შუადღის საათებში, როდესაც მოსწავლეები მიდიან სკოლაში და შემდეგ
უკან ბრუნდებიან. სკოლასთან არსებულ ზებრაგადასასვლელთან ახლოს მდებარეობს ავტობუსის
გაჩერებაც,რაც დამატებით პრობლემას ქმნის, რადგან ავტობუსისკენ მიმავალი, ან ავტობუსიდან ჩამოსული
მგზავრიც არ ინაცვლებს სულ რაღაც ათიოდე მეტრში არსებულ გადასასვლელთან და ქუჩას
კვეთს ნებისმერ ადგილას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ,
რომ დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა პროექტი, აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშესაწყობად.
|
|
პროექტის მიზანი
|
|
მოსწავლეებმა ჯერ თავად
გააცნობიერენ ზებრა გადასასვლელით სარგებლობის აუცილებლობა, რათა შემდეგ იზრუნონ
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, როგორც ქვეითებმა , ასევე მძღოლებმა გაიაზრონ
ზებრაგადასასვლელის გამოყენების საჭიროება
|
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
|
პროექტი განხორციელდება
2018-2019 სასწავლო წელს
|
|
ამოცანები და განხორციელების გზები
|
|
საგზაო მოძრაობის წესების
გაცნობიერების ხელშეწყობა
მოსახლეობის ცნობიერების
ამაღლება ზებრა გადასასვლელით სარგებლობის საჭიროების შესახებ
პრობლემის მოგვარების გზების დასახვა
პროექტის
განხორციელების გზები
v
სამუშაო
შეხვედრა პროექტის დასაგეგმად
v
საინფორმაციო
ფლაერების დამზადება და დარიგება
v
ზებრა
გადასასვლელზე მორიგეობის დაწესება კონტროლის მიზნით
v
მოსწავლეების
და მშობლების შეხვედრა ეკა ლალიაშვილთან და შალვა ოგბაიძესთან
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
|
მოსწავლეები გააცნობიერებენ ზებრაგადასასვლელით სარგებლობის საჭიროებას და შემდეგ თავადვე იზრუნებენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. სკოლასთან
მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზებრაგადასასვლელით ისარგებლებს მოსწავლეთა უმრავლესობა
და საზოგადოება, რაც შეამცირებს საავარიო სიტუაციების რისკსაფრთხეებს.
|
|
პროექტის მონაწილეთა გამოცდილება
|
|
მოსწავლეებს გააჩნიათ პროექტებზე
მუშაობის გამოცდილება, მათ არაერთი სოციალური პროექტის განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა
, მათ შორის მერიის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის განხორციელებაშიც. http://proeqti2017.blogspot.com/ მოსწავლეებმა იციან საინფორმაციო ბუკლეტების
დამზადება. თუმცა ტექნოლოგიების გამოყენება ვინაიდან ყველას მოსწავლეს ერთნაირად
არ შეუძლია, ვისაც ეს უნარები უკეთ აქვთ განვითარებული ისინი დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს. მეცხრეკლასელ
მოსწავლეებს კი აქვთ გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის და შესაბამისად ისინი
იაქტიურებენ ამ კუთხით
|
|
პროექტის განხორციელების რისკები
|
|
მართალია პროექტი მოსწავლეებთან შეთანხმებით არის დაგეგმილი და იმდენად საინტერესო
და მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, რომ შესაძლოა არც კი არსებობდეს რისკი მის განსახორციელებლად,
თუმცა მაინც შესაძლოა რამდენიმე თემაზე ვივარაუდოთ რომ შეიძლება პრობლემა წარმოიქმნას
განხორციელებისას, მაგალითად ერთგვარი რისკია
საინფორმაციო ფლაერების დარიგება, რადგან საზოგადოების ცნობიერება და მზაობა
ჯერ კიდევ დაბალია. ამიტომ შესაძლოა მოსწავლეებს შეხვდეთ გარკვეული წინააღმდეგობა,რის
გადასალახადაც ჩავრთავთ მშობლებს და უფროსების თანდასწრებით ნაკლები საფრთხე იქნება
ვინმემ შეურაცხყოს მოსწავლეები. ასევე ზებრაგადასასვლელზე მორიგეობისას შესაძლოა
მძღოლების ან თავად ქვეითთა მხრიდან იყოს არამართებული გამოსვლა და ამ საფრთხის თავიდან
აცილების მიზნით მორიგეობისას აუცილებლად იქნება მეთვალყურე მასწავლებელი ან მშობელი
|
|
მონიტორინგი და შეფასება
|
|
პროექტის მონიტორინგი გნხორციელდება მასწავლებლის უშუალო დაკვირვებითა და
რეკომენდაციების გაცემით, აქტივობების ვიდეოსა
და ფოტოებზე ასახვით და ინტერნეტსივრცეში
მასწავლებლის ბლოგზე განთავსებით .
|
No comments:
Post a Comment