სტატიები


ჩემი სტატია ,, შედეგზე ორიენტირებული ხედვა“ გამოქვეყნდა გაზეთ  ,,ახალი განათლების“ 22-ე ნომერში  ( 06.06.2019 წ ) http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1560331604.pdf

პროექტებით სწავლება- შედეგზე ორიენტირებული ხედვა
  დღეს ხშირად მოვისმენთ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომ თანამდეროვე სკოლა ვერ პასუხობს დროის ცვლილებას და დღევანდელი მოსწავლისთვის უინტერესო ხდება მხოლოდ ტრადიციული საგაკვეთილო პროცესით სწავლება. იქნებ , ეს მოსაზრება არცაა მოკლებული საფუძველს და ჩვენგან, მასწავლებლებისაგან, მოითხოვს დაფიქრებას - შეიძლება კი დღეს მოსწავლისათვის საინტერესო იყოს ის გაკვეთილი, რომელზეც მასწავლებელი მისგან მხოლოდ წიგნიდან ამოკითხული მასალის გადაცემას ითხოვს? ალბათ სასურველია თითოეულმა ჩვენგანმა, კარგად გავიაზროთ და ვაღიაროთ , რომ დღევანდელი მოსწავლისათვის აღარც წიგნია ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო და არც მასწავლებელი ინფორმაციის ერთადერთი მიმწოდებელი, ერთადერთი მრჩეველი და მეგზური.ისიც საგულისხმო და მნიშვნელოვანია ,რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა სკოლამ მოსწავლე აღჭურვოს არამხოლოდ ფაქტობრივი ცოდნით, არამედ მოამზადოს იგი რეალური ცხოვრებისათვის და განუვითაროს მათ ისეთი თვისებები, როგორიცაა იდეების გენერირება და დამოუკიდებლად პრობლემური სიტუაციებიდან გამოსავლის გზების ძიება
       სწორედ ამიტომ კარგია, რომ ბოლო წლებია  თანამედროვე პედაგოგიკაში, როგორც სასკოლო განათლებაში, ასევე უმაღლეს სკოლაში, გააქტიურდა  პროექტული სწავლება, რადგან ეს მეთოდი  ახალგაზრდებს  ზუსტად იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც საჭიროა მათი სოციუმში წარმატებული ინტეგრირებისთვის.
         რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტული სწვლება?   სასწავლო თუ სოციალური პროექტები ხომ   იგეგმება კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე, ან რომელიმე ინიციატივის განხორცილებაზე   და ეს ორიენტირებული სამუშაო პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას .
მოკლედ მიმოვიხილავ ძირითადად საკითხებს პროექტის შესახებ  ქალბატონ სოფიკო ლობჟანიძის სტატიიდან  : http://mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofiko_lobjanize_2.pdf
პრექტული სწავლების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია :
ü  პროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი ასევე მოსწავლე
ü  თავად გეგმავენ და ახორციელებენ პროექტს
ü  მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად
ü  თვალნათლივ ხედავენ პროექტის შედეგებს
ü  აფასებენ როგორც საკუთარ,  ასევე პროექტის სხვა მონაწილეების საქმიანობას
რაზე შეიძლება განვახორციელოთ პროექტი?
ü  პროექტი შეიძლება განხორციელდეს ერთი საგნობრივი დისციპლინის ფარგლებში ან საგანთაშორის გამოცდილებას ვიყენებდეთ, რაც ალბათ სასურველიც კი იქნება, როცა სხვადასხვა საგნის მასწავლებლები გეგმავენ, რადგან ინტერდისციპლინარულ პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეს ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში ეხმარება
ü  ზოგჯერ  შეიძლება პროექტი გაცილდეს  სასწავლო პროგრამას  და იგი განვახორციელოთ სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში  თემში, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა თუ მოსწავლეთა ინტერესებზე იყოს ორიენტირებული.
პროექტის დაგეგმვისას მასწავლებელმა  უნდა გაითვალისწინოს
ü  გადასაჭრელი პრობლემა პროექტის ყველა მონაწილესათვის იყოს მნიშვნელოვანი და აქტუალური
ü  პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს რეალურად და არა ,, საჩვენებლად“
ü  მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობა და კომპეტენცია
ü  პროექტის განხორციელების ვადები შეესაბამება თუ არა რეალობას შედეგის მისაღწევად
რა უნარებია საჭირო პროექტზე სამუშაოდ?
ü  თანამშრომლობითი კულტურა
ü  ორგანიზებულობა
ü  ცოდნის ტრანსფერი
ü  პასუხისმგებლობა
ü  პრეზენტირება
მნიშვნელოვანია ასევე განხორციელებული პროექტის გაფორმება. არსებობსსხვადასხვაგვარი ფორმები და ე.წ შაბლონები, თუმცა ჩემთვის ყველაზე მისაღებია ქვემოთ მოცემული შაბლონი:
ü  პროექტის დასახელება
ü  პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება
ü  მიზანი
ü  ამოცანები და განხორციელების გზები
ü  მოსალოდნელი შედეგები
ü  პროექტის ბიუჯეტი
ü  შეფასება/ რეფლექსია

პირადად მე წლების წინ მეგონა რომ პროექტების წერა და განხორციელება მხოლოდ ,,ზემასწავლებლებს“ შეეძლოთ  და მე ამასა ვერასოდეს შევძლებდი, თუმცა მას შემდეგ,  რაც გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული ტრენიგ-მოდულები აღნიშნულ თემაზე, მივხვდი, რომ პროექტული სწავლება იყო სწორედ ის აქტივობა, რომელიც არაერთი პრობლემის მოგვარებაში დამეხმარებოდა მე თავად, როგორც მასწავლებელს და როგორც დამრიგებელს. დავგეგმე და განვახორციელე არაერთი სასწავლო და სოციალური პროექტი  ჩემს მოსწავლეებთან ერთად . ამიტომ მინდა კოლეგებს გავუზიარო გამოცდილება როგორ მივაღწიე საუკეთესო შედეგებს, სწორედ იმ საკითხში, რომლის სწავლება მანამდე პრობლემად მქონდა. შევეცდები, მოკლედ აღვწერო ჩემ მიერ განხორციელებული ერთი სასწავლო და ერთი სოციალური პროექტი.
      ფილოლოგები დამეთანხმებიან, რომ  რომანტიზმის სწავლება თანამდეროვე მოსწავლისთვის, ერთგვარი სირთულეა. სიტყვა რომანტიზმის ხსენებაზე ბავშვებს აქვთ მოლოდინი , რომ საუბარი იქნება მთვარიან ღამეებსა სასიყვარულო ურთიერთობებზე და როცა იწყება ,,გოგჩა“ ,  ,,ვაჰ დრონი დრონი“ .... და ამდენი უსაოსობა და უიმედობა თითქოს სიზარმაცეში გადასდით  შემდეგ სწავლების პროცესი.ამიტომ მოსწავლეებს შევთავაზე განგვეხორციელებინა პროექტი თემაზე ,,რომანტიზმი“  თავდაპირველად დიდი აღტაცება არ გამუხატავთ, მაგრამ როდესაც გავაცანი მონახაზი, ვიგრძენი, რომ მათ გადავუგდე მარცვალი, რომელიც შემდგომ რწყვასა და განოყიერებას საჭიროებდა. მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალებად დაემუშავებინათ ჯგუფებში თემები :
1.      რომანტიზმი და რომანტიკოსები ევროპაში
2.       ქართული რომანტიზმის წარმოშობა
3.      ალექსანდრე ჭავჭავაძე
4.       გრიგოლ ორბელიანი
5.      ნიკოლოზ ბარათაშვილი
თავიდანვე შევიმუშვეთ შეფასების კრიტერიუმები, რათა გაეთვალისწინებინათ რისთვის მიექციათ ყურადღება პრეზენტაციის მომზადებისას, სამუშო ჯგუფებში საქმე  გადაინაწილეს ინტერესების გათვალისწინებით, ვის თხრობა უყვარდა პრეზენტატორი იქნებოდა, ვის ინტერნეტში ,,ძრომიალი“ -მასალას მოიძიებდა, ვის პოეზია- ლექსს დაისწავლიდა და წაიკითხავდა მხატვრულად, ვინ ტექნოლოგიებს ფლობდა კარგად- პრეზენტაციას მოამზადებდა და ა.შ. მოსწავლეებს განვუსაზღვრე დრო ,რამდენ დღეში გვექნებოდა ნამუშევრების წარდგენა, თუმცა მანამდე ისიც ვთხოვე, რომ შუალედური მონიტორინგის მიზნით, რაიმე მნიშვნელოვანი შეცდომა  რომ არ დაეშვათ, კვირის თითო დღეს თითო ჯგუფს შევხვდებოდი და გაწეული სამუშაოს შესახებ რჩევა-რეკომენდაციებს მივცემდი. მინდა გულწრფელად აღვნიშნო, რომ აქტივობებში ყველა თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და გუნდურობის პრინციპით ზრუნავდნენ ჯგუფის მიერ მომზადებული პრეზენტაცია ყოფილიყო საინტერესო და იმ კრიტერიუმების დამკმაყოფილებელი , რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ორკვირიანი სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ , პრეზენტაციების დღეს ცალ-ცალკე გამოდიოდა თითოეული ჯგუფი და ჯგუფის შიგნითაც კი ისე ჰქონდათ დავალებები გადანაწილებული, რომ არც უხერხულად ეგრძნო თავი ვინმეს და ჯგუფის წარმატებაზეც ეზრუნათ. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტული სწავლების მეთოდით ამ კლასიის მოსწავლეებმა გაცილებით მეტი გაიგეს, ისწავლეს და დაიმახსოვრეს რომანტიზმსა და როანტიკოსებზე , ვიდრე ამას ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესის წარმართვით შევძლებდი.
     რაც შეეხება ჩამ მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებს, რომლებიც განვახორციელე ,როგორც კლასის ხელმძღვანელმა,  მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის პროექტების დაგეგმვისასაც ვითვალისწინებდი მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს. სოციალური პროექტების განხორციელებისას ხშირად მნიშვნელოვანი ფაქტორია რესურსის ეფექტურობა. ჩემი სადამრიგებლო კლასი ახლა მეცხრეშია და მეხუთე კლასიდან მოყოლებული განვახორცილეთ არაერთი პროექტი, რომლებითაც ვცდილობდით სხვადასხვა აქტუალური პრობლემების მოგვარებას . მათგან მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება როგორ შევძელით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ აღგვემაღლებინა ცნობიერება  არამხოლოდ კლასში,არამედ ზოგადად თემში და მართალია ამ პრობლემას ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი სრულად ვერ აღმოფხვრიდა, მაგრამ აშკარაა, რომ საზოგადოება უფრო მოწესრიგებულად მოძრაობს. ჩვენი მთავარი პრობლემა გახლდათ  სკოლის წინ გადასასვლელი, სადაც სულ თავიდან ზებრა გადასასვლელიც კი არ არსებობდა , თუმცა ჩვენი აქტიურობის შედეგად მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინეს და სკოლის წან დახაზეს ზებრა გადასასვლელი, მაგრამ მერე პრობლემად ის იქცა, რომ ყველა მაინც არ სარგებლობდა ამ გადასასვლელით და იქნებოდა საავარიო სიტუაციები, ამიტომ პროექტის ფარგლებში, მოვაწყეთ აქციები, სკოლაში მოვიწვიეთ ქ-ნი ეკა ლალიაშვილი, ბ-ნი შალვა ოგბაიძე, რომლებმაც ისაუბრეს მოსწავლეებთან და მშობლებთან ზებრა გადასასვლელის გამოყენების მნიშვნელობაზე, დავარიგეთ თემში საინფორმაციო ბუკლეტები, მოსწავლეები პერიოდულად თავად იდგნენ გადასასვლელებზე სპეციალური ნიშნებით და არგულირებდნენ მოძრაობას, საბოლოოდ კი მივიღეთ შედეგად ის, რომ დღეს ზებრა გადასასვლეით სარგებლობს, თუ ყველა არა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და რაც მთავარია, სკოლის მოსწავლეები თავად უთითებენ უფროსებს.
      საბოლოოდ კი მინდა აღვნიშნო, რომ პროექტზე დაფუძნებულმა სწავლებამ დამარწმუნა მთავარში  - ამ დროს მაღალია  მოსწავლეთა პასუხისმგებლობა, ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ ეს პროცესი რთულია, რადგან ეს თავად მათი გადაწყვეტილება და გეგმაა. გუნდური მუშაობა კი მოსწავლეებს უვითარებს  კომუნიკაციისა და თანამშრომლობით კულტურას და ასეთი ტიპის სწავლება ყოველთვის რეალური შედეგის  მომტანია

გამოყენებული ლიტერატურა:
1 . http://mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofiko_lo





ჩემი სტატია ,,მედიაწიგნიერება - კომპეტენცია ინფორმაციის მართებულად აღსაქმელად  გამოქვეყნდა ელექტრონულ გაზეთ ,,ეტალონი განათლებაში“

 (30 .05. 2019 )




           ,,მედიაწიგნიერება - კომპეტენცია ინფორმაციის მართებულად აღსაქმელად

           ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე , გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია , მედიაწიგნიერება  ასე განიმარტება : ,,მედიაწიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზის, მათი წარმოების ტექნიკის,  აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება. აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის ან ფორმატის მედია-პროდუქციის შექმნა.“

          ქართული საგანმანათლებლო სივრცე დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე არ იქნება ორიენტირებული და ექნება მზაობა ცხოვრებისეული პრობლემის დასაძლევად , რასაც  განაპირობებს მოსწავლეებში შემოქმედებითი კრიტიკული თუ ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მედიაწიგნიერების კომპეტენციის დაუფლება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს მოსწავლეები აკვირდებიან და იკვლევენ ფაქტებისა და მოვლენების ნამდვილ მნიშვნელობებს და ეს ეხმარება მათ მედიასამყაროში ორიენტაციაში, რადგან ახორციელებენ ინფორმაციის გაფილტვრას და კრიტიკულ შეფასებას. ვინაიდან დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი  პრობლემაა ნამდვილი და ცრუ ინფორმაციების ვეებერთელა ტალღაში, რომელსაც მოსწავლეები  ყოველდღიურად ინტერნეტში აწყდებიან გაარკვიონ რეალობა. იფიქრონ, იმსჯელონ და იაზროვნონ კრიტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, რათა არ გაეხვნენ მოსალოდნელ მახეში, ან თავად არ გახდნენ არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლები. ერთმანეთისგან ცრუ და რეალური ინფორმაცია

მედიაწიგნიერების ერთ-ერთი მთავარი მკვლევრის, ჯეიმს პოტერის მიხედვით, „მედიაწიგნიერება არის პერსპექტივათა კრებული, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ მასმედიასთან ურთიერთობისას, რათა შემხვედრი გზავნილების მნიშვნელობა განვმარტოთ.“

სწორედ ამიტომაც  მედიაწიგნიერება გულისხმობს დღევანდელ მრავალფეროვან და მრავალმხრივ ინფორმაციებზე კონტროლის დამყარებას, ვინაიდან რაც უფრო მაღალია ადამიანში მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია შესაძლებლობა, სწორი დასკვნები გამოიტანოს არსებული ინფორმაციებიდან .მედია წიგნიერი ადამიანი არ იბნევა ინფორმაციათა ,,ზღვაში“ იგი ეცნობა ყველაფერს და იძენს იმ გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც მისთვის სასარგებლოა ხოლო ,,ჯერკუალს განაგდის“  სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ,ძალიან მნიშვნელოვანია აღვზარდოთ მედიაწიგნიერი თაობა, რაზეც თითოეული საგნის მასწავლებელი უნდა ფიქრობდეს და სწავლების პროცესში აქტიურად უნდა ვიყენებდეთ ისეთ აქტივობებს, რომელიც ამ კომპეტენციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

              ბოლო ათწლეულის წიგნიერების ათწლეულად გამოცხადების დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი განაცხადი იყო, რომ „წიგნიერება არის გაცილებით მეტი, ვიდრე კითხვისა და წერის უნარი. ეს არის სოციალური გამოცდილებები და ურთიერთობები, ცოდნა, ენა და კულტურა ერთად. ის, ვინც ფლობს და იყენებს წიგნიერების უნარებს, მათ რაღაც თავისთავად ცხად და გარკვეულ ბუნებრივ თვისებებად მიიჩნევს. მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ შეაფასონ წიგნიერება თავისუფლების ტოლფას კატეგორიად, ვინც მოკლებულია ამ უნარებს და რჩება თანამედროვე კომუნიკაციის მიღმა“.

ამ განცხადებით ცხადი გახდა , რომ წიგნიერების ცნება ახლებურად უნდა გაგვეაზრებინა და ამ შემთხვევაში მთავარია  მედია და საინფორმაციო წიგნიერება. უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლეებში ამ  კომპეტენციის განვითარებისთვის. ამ ყველაფრის გააზრების შემდგომ, გადავწყვიტე თავად მიმეღო შესაბამისი ცოდნა , მესწავლა თუ როგორ მესწავლებინა მოსწავლეებისათვის, ისე , რომ მათში განმევითარებინა ეს უნარი და ამ მიზნით თავად გავიარე სამოქალაქო განათლების  ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი , სადაც გავიცანი კოლეგები და მათი საქმიანობა ამ მხრივ და შესაბამის პორტალზე ხშირად ვეცნობოდი მასალებს, ვიყენებდი რესურსებს ამ უნარის განვითარების ხელშეწყობისთვის.

     მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში უფროსი და წამყვანი მასწავლებლების სავალდებულო აქტივობებიდან ერთ-ერთში სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარებისას გათვალისწინებული იქნა სწორედ მედია წიგნიერებაზე , როგორც ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციაზე“ ორიენტირებული გაკვეთილიც. სწორედ ამიტომ მე თავად მივიღე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოწვევა-შემოთავაზება , ჩამეტარებინა  მედია წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რომლის ვიდეოჩანაწერსაც ტრენინგზე განსახილველად გაიტანდნენ. ასეც მოვიქეცი და მთელი წლის განმავლობაში შეფასების ჯგუფები განიხილავდნენ ამ გაკვეთილის ( რომელიც ფაქტობრივად მასწავლებელთათვის სასწავლო რესურსი იყო) დადებით და უარყოფით მხარეებს . მოკლედ გაგაცნობთ გაკვეთილის ნიუანსებს, იმ პედაგოგებს, ვისაც არ უნახავს ამ გაკვეთილის ვიდეოჩანაწერი და გავუზიარებ პირად გამოცდილებას.

      გაკვეთილი ჩავატარე მე-6 კლასში , თემად შევარჩიე საინფორმაციო ტექსტი ,,მუშტაიდი“  . გაკვეთილის დაგემვისას კონსულტაციები გავიარე ქალბატონ მაია ინასარიძესთან, თუმცა რამდენიმე საკითხში შეგნებულად დავუშვით შეცდომა ,რადგან გაკვეთილი ტრენინგზე განხილვისთვის იყო განკუთვნილი და მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონოდათ აღმოეჩინათ ხარვეზები ,რაზეც გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიაშიც ვსაუბრობ. მიზნად დავისახე მოსწავლეებს გაეანალიზებინათ საინფორმაციო ტექსტი, მოესმინათ დოკუმენტური ფილმი და გაეკეთებინა შედარება ფილმსა და საინფორმაციო ტექსტს შორის  რა იყო საერთო, რა განმასხვავებელი, რამდენად იყო სანდო მედია რესურსი. გამოწვევის ფაზაზე, მოსწავლეებს გონებრივი იერიშის საშუალებით  გამოვათქმევინე მოსაზრებები, იცოდნენ თუ არა რატომ დაექვა  მუშტაიდის პარკს ეს სახელი . მათი პასუხების შემდეგ, დავურიგე საინფორმაციო ტექსტი ჯგუფებში და ვთხოვე ჯერ ინდივიდუალურად გასცნობოდნენ ტექსტს, შემდეგ ჯგუფებში გაეზიარებინათ მთავარი და მნიშვნელოვანი ინფორმაციები და ჩაენიშნათ. სამუშაოს დასრულების შემდეგ პროექტორით გავუშვი დოკუმენტური ფილმი ,,მუშატაიდზე“  (https://ruslar.pro/video/p0JwiKBZ7ko ) და მოსწავლეებს ვთხოვე ფილმის მსვლელობის დროს ჩაენიშნათ ის ინფორმაციები, რომლებიც მოგვიანებით ცხრილის შევსებისას დასჭირდებოდათ ,  წინასწარ გავაცანი ეს ცხრილი და დავურიგე ჯგუფებში, რომ სცოდნოდათ რაზე გაემახვილებინათ ყურადღება

შეკითხვა
                  ტექსტი
            ილმ
რა გავიგეთ?


რა მიზანს ისახავს?


ვისთვისაა ეს ინფორმაციაგანკუთვნილი?


როგორ მოგვეწოდება ტექსტი?


რამდენად სანდოა ინფორმაცია?



ფილმის მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებს მივეცი დრო ჯგუფებში გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ჩანიშნულ-მოსმენილი ინფორმაციები და შეევსოთ მოცემული ცხრილი, თან შეერჩიათ პრეზენტატორები. ცხრილის შევსების შემდეგ, თითოეული ჯგუფის წარმომადგენელმა გააკეთა თითო საკითხის პრეზენტაცია და სხვა ჯგუფებმა შეავსეს განსხვავებული მოსაზრებებით. გაკვეთილის ბოლოს კი კითხვა-პასუხის მეთოდით აქცენტები გავაკეთეთ მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, თუ როგორ უნდა განასხვავოს მოსწავლემ სანდო და მცდარი ინფორმაციები .

     მართალია ეს გაკვითილი ტრენინგზე განხილვისთვის ჩავწრეთ, მაგრამ მას შემდეგ არაერთხელ ჩავატარე სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა თემაზე აღნიშნული  კომპეტენციის გასავითარებლად და კოლეგებსაც ვურჩევდი მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარებას .





გამოყენებული ლიტერატურა :









No comments:

Post a Comment