სამუშაო შეხვედრები



ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლა

              კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებელი  თამარ თაბუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია :  577 339 323  tamartabuashvili@gmail.com

                               შეხვედრების ციკლის აქტუალობა და მიზნები

        თანამედროვე სკოლა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. წარმატებულობის განმსაზღვრელი ინდიკატორებიც შეცვლილია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა შეძლოს კლასში მყოფი ყველა მოსწავლის ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინება , ამას კი მხოლოდ ის პედაგოგები ახერხებენ, ვისაც კარგად აქვს გააზრებული დიფერენცირების მნიშვნელობა.  კოლეგებისაგან ხშირად მესმოდა წუხილი იმაზე, რომ ურთულდებოდათ დიფარენცირებული მიდგომებით მოსწავლეთათვის გაკვეთილის ჩატარება. ამიტომ გადავწყვიტე ჩამეტარებინა  კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი თემაზე ,, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების   შესაბამისი დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება  გაკვეთილების დაგეგმვის დროს“ ამ შეხვედრების მთავარ მიზნად დავისახე , მონაწილე მასწავლებლები აეცნობიან დიფერენცირების არსს,  შეისწავლონ,  მოსწავლეთა ჰომოგენურ ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდები , ნახავენ ვიდეოგაკვეთილს, როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი დიფერენცირების ელემენტებით ,დიფერენცირებული მიდგომებით  დაგეგმავენ,  ჩაატარებენ და გააანალიზებენ გაკვეთილებს  კათედრაზე , კოლეგებთან ერთად.




შეხვედრის მიზნები და აღწერილობა
შეხვედრის დრო
სამიზნე ჯგუფი
I სამუშაო შეხვედრა
მონაწილეები გაეცნობიან დიფერენცირებული სწავლების არსს, მიზნებსა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის მეთოდებს

11.03.19

14- 15.30 სთ
ნებისმიერი
მასწავლებელი
პირველ შეხვედრაზე მსმენელებს ვესაუბრები დიფერენცირებული სწავლების მიზნებზე- რომ უმთავრესია  მასწავლებლებლებმა თავადვე აღიარონ ფაქტად  დიფერენცირება- ეს არის გზა თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. განვიხილავთ მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენ მეთოდებს , როგორიცაა საშინაო დავალების  ანალიზი, სასწავლო პროცესზე დაკვირვება, სწრაფი ჩანაწერები, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები-ტესტირება,შეფასების რუბრიკები და სხვა.

II სამუშაო შეხვედრა
მონაწილეები მოისმენენ ვიდეოგაკვეთილს (http://kargiskola.ge/login.php) და გაააანალიზებენ





18.03.19

13.30 -15სთ
ნებისმიერი
მასწავლებლები
შეხვედრაზე მყოფ მასწავლებლებს ვთხოვ  ჯიპრაიდის სასწავლო ვიდეორესურსებიდან, N13 სესიის ვიდეოგაკვეთილის მოსმენის  პარალელურად დააკვირდნენ და გააკეთონ ჩანიშვნები, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს გაკვეთილზე დიფერენცირება, ეს ჩანიშვნები დაეხმარება მათ, პრაქტიკულად დაგეგმონ დიფერენცირების პრინციპებით გაკვეთილები.
III სამუშაო შეხვედრა
შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლებმა ერთობლივად დაგეგმონ საგნობრივი პრინციპით გაკვეთილები და გააანალიზონ




25.03.19

13.30 -15.30სთ
ნებისმიერი
მასწავლებლები
მესამე შეხვედრაზე კოლეგა-მასწავლებლებს ვთხოვ ერთობლივად დაგეგმონ დიფერენცირების პრინციპების დაცვით გაკვეთილი საგნობრივი გადანაწილებით,რისთვისაც საჭირო იქნება ერტმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები დიფერენცირებისა და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებაზე კონკრეტული გაკვეთილის დაგეგმვის მაგალითზე. შეხვდრაზე გეგმას სრულყოფენ და კოლეგა მასწავლებლები შეხვედრის შემდგომ ჩაატარებენ ერთობლივად დაგეგმილი დიფერენცირებული გაკვეთილით პარალელურ კლასებში, და ერთმანეთისვის იქნებიან ,,დამკვირვებლები“ კრიტიკული მეგობრის თვალით, რათა შემდეგ უკვე კათედრაზე განიხილონ შედეგები










ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლა

              კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებელი  თამარ თაბუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია :  577 339 323  tamartabuashvili@gmail.com

                               შეხვედრების ციკლის აქტუალობა და მიზნები

       მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა, რომელსაც მასწავლებლები ახორციელებენ არის გაკვეთილების ჩატრება შეფასების ჯგუფისთვის. პრაქტიკოსი მასწავლებლები , იმისთვის რომ მოიპოვონ უფროსის სტატუსი ატარებენ სტანდარტულ გაკვეტილებს და უფასდებათ თითოეული 2 კრედიტქულით, ხოლო უფროსი და წამყვანი  მასწავლებლები სტატუსის ასამაღლებლად ატარებენ სამოდელო გაკვეთელებს და უფასდებათ 1 ქულით.

      ვინაიდან, მიმდინარე სასწავლო წელი სქემის ფარგლებში იყო ბოლო სასწავლო წელი სტატუსის ასამაღლებლად, კოლეგები ინდივიდუალურად ხშირად მომმართავდნენ დახმარებისთვის გაკვეთილების დაგაგმვისა თუ ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით და ამიტომ გადავწყვიტე გამემართა სამუშაო შეხვედრები, სადაც მათ დეტალურად ავუხსნიდი,როგორც პროცედურებს, ასევე თავად დაგეგმვის პრინციპებს და ამიტომ გადავწყვიტე ცალკე შემეკრიბა პრაქტიკოსი მასწავლებლები და და ცალკე უფროსები და მათთან განმეხილა სტანდარტული თუ სამოდელო გაკვეთილების შესახებ კითხვები.

     თავდაპირველად დავგეგმე შეხვედრა პრაქტიკოს მასწავლებლებთან სამ სამუშაო შეხვედრად და საკითხები გადავანაწილე შემდეგნაირად :




შეხვედრის მიზნები და აღწერილობა
შეხვედრის დრო
სამიზნე ჯგუფი
I სამუშაო შეხვედრა
ü  მასწავლებელმა გაიღრმავოს
პროფესიული ცოდნა ,
ü  გაეცნოს გაკვეთილის ჩატარებასთან
დაკავშირებულ პროცედურებს   eSchool-ისა და efflou- ს ბაზაში მუშაობისას
პრაქტიკულად

1.10.2019

14- 16სთ
პრაქტიკოსი მასწავლებლები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარეების სქემის მიხედვით , ყველა სკოლამ შეიმუშავა საკუთარი დებულება, რომლიდან გამომდინარეც, ჩვენს  სკოლაში, მასწავლებელი, რომელიც გადაწყვეტს ჩაატაროს სტანდარტული გაკვეთილი შიდა შეფასებისავის , ამის შესახებ განცხადებით აცნობებს  შეფასების ჯგუფის ხელმძღვანლს, ეფლოუს საინფორმაციო ბაზის საშუალებით და შესაბამისად, ვინაიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს ეს უნარები ნაკლებად ჰქონდათ განვითარებული და ძირითადად ფასილიტატორები , (რომელთაც ისედაც უამრავი საქმე აქვთ) აკეთებდნენ საქმეს, მოვიწვიე სამუშაო შეხვედრაზე , დავსხავ კომპიუტერებთან და პრაქტიკულად განვახორციელებინებ ის აქტივობებს, რაც რეალურად სჭირდებათ გაკვეთლის ჩატარებამდე და გაკვეთილის ჩატარებისას. ვასწავლი, როგორ მონიშნონ კრედიტების დაგროვების გეგმაში ჩასატარებელი გაკვეთილი, როგორ აცნობონ გაკვეთილის ჩატარების შესახებ დირექტორს, როგორ ატვირთონ გეგმა პირად გვერდზე და შემდეგ რეფლექსიაც და როგორ გამოაქვეყნონ ატვირთული დოკუმენტები შესაფასებლად, რასაც თითოეულ დამსწრეს თეორიულად ახსნის შემდეგ  პრაქტიკულად განვახორციელებინებ.

II სამუშაო შეხვედრა
ü  სტანდარტული გაკვეთილის გეგმის
სარეკომენდაციო ფორმების გაცნობა ;
ü  გეგმის ძირითადი შემადგენელი
კომპონენეტების გაცნობა და დაკავშირება ერთმანეთთან, გაკვეთილების დაგეგმვა





4.10.201913.30 -16სთ
პრაქტიკოსი მასწავლებლები
   სტანდარტული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარებ შეფასების მიზნით , პრაქტიკოსი მასწავლებლების საქმიანობის ერთ-ერთი სავალდებულო აქტოვობაა, ამიტომ სამიზნე ჯგუფის მასწავლებლებს დეტალურად ავუხსნი,  თუ როგორ დაგეგმონ გაკვეთილები და რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს გაკვეთილის გეგმა, გავაცნობ ასევე გეგმის სარეკომენდაციო ფორმების ნიმუშებს და თითოეული მასწავლებელი თავად  გადაწყვიტს რომელ ფორმაში გააკეთებს გეგმას. დეტალურად მივუთითებ როგორ ჩამოაყალიბონ მიზანი, როგორ დაუკავშირონ აქტივობები და შეფასების რუბრიკა მიზანს და რა ტიპის რესურსი შეძლება გამოიყენეონ მიზნიდან გამომდინარე , იქვე შექმნიან გაკვეთილის გეგმების მონახაზს, საგნიდან გამომდინარე და ჩემ მიერ მიცემული რჩევა-რეკომენდაციების შემდეგ ვთხოვ სრულყონ სახლში

III სამუშაო შეხვედრა
ü  სტანდარტული გაკვეთილის გეგმის
რეფლექსიის წერის კულტურის ჩამოყალიბება
ü  გაკვეთილისა და რეფლექსიის შეფასების
რუბრიკის გაცნობა




8.10.201913.30 16სთ
პრაქტიკოსი მასწავლებლები
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ჩაატარებს სტანდარტულ გაკვეთილს, მან უნდა დაწეროს ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია, ამიტომ სამიზნე აუდიტორიას გავაცნობ რაზე გაამახვილონ რეფლექსიის წერისას ყურადღება,ამავე დროს გავაცნობ, რეფლექსიის შეფასების ფურცელსაც, რომელიც მოიცავს ოთხ კრიტერიუმს და და არის ოთხ დონიანი. აქვე გავაცნობ, გაკვეთილის შეფასების რუბრიკასაც, რათა მასწავლებელმა წინასწარ იცოდეს, როდესაც მას გაკვეთილზე აკვირდება შეფასების  ჯგუფი, რას მიაქციოს ყურადღება და რა კრიტერიუმებიტ ფასდება თიტოეული გაკვეთილი










ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლა

              კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებელი  თამარ თაბუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია :  577 339 323  tamartabuashvili@gmail.com

                               შეხვედრების ციკლის აქტუალობა და მიზნები

       მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა, რომელსაც მასწავლებლები ახორციელებენ არის გაკვეთილების ჩატრება შეფასების ჯგუფისთვის. პრაქტიკოსი მასწავლებლები , იმისთვის რომ მოიპოვონ უფროსის სტატუსი ატარებენ სტანდარტულ გაკვეთილებს და უფასდებათ თითოეული 2 კრედიტქულით, ხოლო უფროსი და წამყვანი  მასწავლებლები სტატუსის ასამაღლებლად ატარებენ სამოდელო გაკვეთელებს და უფასდებათ 1 ქულით.

      ვინაიდან, მიმდინარე სასწავლო წელი სქემის ფარგლებში იყო ბოლო სასწავლო წელი სტატუსის ასამაღლებლად, კოლეგები ინდივიდუალურად ხშირად მომმართავდნენ დახმარებისთვის გაკვეთილების დაგაგმვისა თუ ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით და ამიტომ გადავწყვიტე გამემართა სამუშაო შეხვედრები, სადაც მათ დეტალურად ავუხსნიდი,როგორც პროცედურებს, ასევე თავად დაგეგმვის პრინციპებს და ამიტომ გადავწყვიტე ცალკე შემეკრიბა პრაქტიკოსი მასწავლებლები და და ცალკე უფროსები და მათთან განმეხილა სტანდარტული თუ სამოდელო გაკვეთილების შესახებ კითხვები.

პრაქტიკოსებთან შეხვედრების შემდეგ დავგეგმე შეხვედრა უფროს მასწავლებლებთან (წამყვანი სკოლაში ჩემ გარდა მხოლოდ ერთი მასწავლებელია და მას არ აქვს წინსვლა გადაწყვეტილი,ამიტომ არ ესწრება შეხვედრებს)   სამ სამუშაო შეხვედრად სამოდელო გაკვეთილების თემატიკაზე და საკითხები გადავანაწილე შემდეგნაირად :




შეხვედრის მიზნები და აღწერილობა
შეხვედრის დრო
სამიზნე ჯგუფი
I სამუშაო შეხვედრა
ü  მასწავლებელმა გაიღრმავოს
პროფესიული ცოდნა ,
ü  გაეცნოს გაკვეთილის ჩატარებასთან
დაკავშირებულ პროცედურებს   eSchool-ისა
და efflou- ბაზაში მუშაობისას  პრაქტიკულად

9.10.2019

14- 16სთ
უფროსი
მასწავლებლები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარეების სქემის მიხედვით , ყველა სკოლამ შეიმუშავა საკუთარი დებულება, რომლიდან გამომდინარეც, ჩვენს  სკოლაში, მასწავლებელი, რომელიც გადაწყვეტს ჩაატაროს სამოდელო გაკვეთილი შიდა შეფასებისავის , ამის შესახებ განცხადებით აცნობებს  შეფასების ჯგუფის ხელმძღვანლს, ეფლოუს საინფორმაციო ბაზის საშუალებით და შესაბამისად უფროს მასწავლებლებსაც სჭირდებოდათ ამ საკითხის კარგად ცოდნა, რათა შემდეგ სხვებსაც დახმარებოდნენ. ვინც სამოდელო გაკვეტილების ჩატარება გადაწყვიტა, ისინი უფროსები გახდნენ გამოცდების ჩბარებით და შესაბამისად არ ჰქონდათ გამოცდილება გაკვეთილების ჩატარების წინ მსგავსი განაცხადის გაკეთების საჭიროებისა ამიტომ   მოვიწვევ მათაც სამუშაო შეხვედრაზე , დავსხავ კომპიუტერებთან და პრაქტიკულად განვახორციელებინებ იმ აქტივობებს, რაც რეალურად სჭირდებათ გაკვეთლის ჩატარებამდე და გაკვეთილის ჩატარებისას. ამ კატეგორისს მასწავლებლებმა კარგად იციან , როგორ მონიშნონ კრედიტების დაგროვების გეგმაში ჩასატარებელი გაკვეთილი,რადგან სხვადასხვა აქტივობებისთვის ამ ქმედებას ხშირად ახორციელებდნენ, მაგრამ ვასწავლი  როგორ აცნობონ გაკვეთილის ჩატარების შესახებ დირექტორს, როგორ ატვირთონ გეგმა პირად გვერდზე და შემდეგ რეფლექსიაც და როგორ გამოაქვეყნონ ატვირთული დოკუმენტები შესაფასებლად, რასაც თითოეულ დამსწრეს თეორიულად ახსნის შემდეგ  პრაქტიკულად განვახორციელებინებ.

II სამუშაო შეხვედრა
ü  სამოდელო გაკვეთილების ტიპების გაცნობა,
ü  გაკვეთილების გეგმის სარეკომენდაციო ფორმების გაცნობა





16.10.19
13.30 -16სთ
უფროსი
მასწავლებლები
ვინაიდან უფროსი მასწავლებელი ვალდებულია სტატუსის შესაცვლელად  ჩაატაროს ამოდელო გაკვეთილი სამიზნე ჯგუფის მასწავლებლები ხსირად მომმართავდნენ კითხვებით სამოდელო ტიპის გაკვეტილების შესახებ და ამ შეხვედრაზე მე მათ გავაცნობ ოთხივე ტიპის სამოდელო გაკვვეთილის დაგეგმვივასას რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა გაითვალისწინონ
მაგალითად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ინტაგრირებულ გაკვეთილს ატარებს მხოლოდ ერთი მასწავლებელი, თუმცა მას შეუძლია გაკვეთილის ჩატარებამდე , გეგმის შეგენისას კონსულტაციები გაიაროს იმ მასწავლებელთან, რომლის საგანსიც აპირებს ნტეგრირებას, რომ გამჭოლი კომპეტენციებიდან ცხრავე კომპეტენციის განვითარებაზე ზრუნვა თიტოეული მასწავლებლის მოვალეობაა, რადგან 21 საუკუნეში ადამიანს ამ უნარების ( მედიაწიგნიერება, წიგნიერება, ციფრული წიგნიერება....) გარეშე  საზოგადოებასთან თანაასებობა შეუძლებელია
III სამუშაო შეხვედრა
ü  სტანდარტული გაკვეთილის გეგმის
რეფლექსიის წერის კულტურის ჩამოყალიბება
ü  გაკვეთილისა შეფასების
რუბრიკის გაცნობა




19.10.19
13.30 16სთ
უფროსი
მასწავლებლები
ნებისმიერი ტიპის გაკვეთილის ჩატარების შემდეგ , ცხადია,  მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გააკეთოს თვითშეფასება, თუმცა სტანდარტული  და სამოდელო გაკვეთილების შეფასებისას არამარტო მნიშვნელოვანია, როგორ აანალიზებს მასწავლებელი მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და როგორ წერს რეფლექსიას, არამედ რეფლექსიის გარეშე, რაც არ უნდა კარგი გაკვეთილი ჩაატაროს , იგი არ შეუფასდება. სამიზნე ჯგუფს გავაცნობ, სამოდელო გაკვეთილის შეფასების რუბრიკას , რომლის მერვე კრიტერიუმი ზედმიწევნითი სიზუსტით აფასებს მასწავლებლის მიერ დაწერილ რეფლექსიას  და ყურადღებას გავამახვილებინებ იმ კითხვებზე, რომლებიც რეფლექსიის წერაში დაეხმარება მათ.








ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლა

              კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებელი  თამარ თაბუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია :  577 339 323  tamartabuashvili@gmail.com

                               შეხვედრების ციკლის აქტუალობა და მიზნები

        ჩვეს ქვეყანაში ოდითგანვე მრავალფეროვნად ჭრელი საზოგადოება ცხოვრობდა, როგორც ეთნიკური ნიშნით,ასევე რელიგიური აღმსარებლობით და ამას დაემატა ბოლო წლებია კანის ფერითაც განსხვავებული ადამიანების , ფერადკანიანების სიმრავლე. ასევე  სტიგმატიზირებული საზოგადოება და ამიტომაც ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ჩვენი, მასწავლებლების, უპირველი მოვალეობაა აღვზარდოთ ტოლერანტი და მიმტევებელი ახალგაზრდობა. საგაკვეთილო პროცესი  არ ემსახურება მხოლოდ მოსწავლეთა ფაქტობრივი ცოდნით აღჭურვას, მასწავლებლის მოვალეობა ისიცაა , რომ კლასში უზრუნველყოს ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის დამკვიდრება, ამიტომ გადავწყვიტე შემეკრიბა კოლეგები და მესაუბრა მათთან ამ საკითხებზე და გამეზიარებინა მათის ის ცოდნა და გამოცდილება რაც ამ მხრივ თავად მქონდა, და შემდგო საკუთარ მოსწავლეებთან მუშაობისას გამოეყენებინათ.




შეხვედრის მიზნები და აღწერილობა
შეხვედრის დრო
სამიზნე ჯგუფი
I სამუშაო შეხვედრა
მონაწილეები გაეცნობიან სკოლაში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნის მნიშვნელობასა და საშუალებებს. უპასუხებენ კითხვებს. შეასრულებენ და განიხილავენ სიტუაციურ სავარჯიშოებს.

12.11.19

14- 15სთ
ნებისმიერი
მასწავლებელი
პირველ შეხვედრაზე მსმენელებს ვესაუბრები :
ბულინგის პრობლემის გამომწვევი მიზეზებსა და რისკფაქტორებზე რათა უკეთ  გაიაზრონ იგი. გავაცნობ ძალადობის სახეებს,  ასევე ბავშვებზე ძალადობის, ბავშვის უფლებებს, მოვალეობებსა და ფასეულობების შემთხვევებს . ბავშვის უფლებათა კონვენციისა“ და „ბავშვის დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დოკუმენტს“ ამ შეხვედრაზევე ვიმუშავებთ სიტუაციურ ამოცანებზე
II სამუშაო შეხვედრა
მონაწილეებს გავაცნობ სკოლასა და საკლასო ოთახში ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებსა და აქტივობებს.





19.19.19

13.30 -15სთ
ნებისმიერი
მასწავლებლები
შეხვედრაზე შევეცდები მონაწილეებს ხელი შევუწყო რათა მათ ჩამოუყალიბდეთ ტოლერანტული კულტურა თავად , რათა შეძლონ მოსწავლეთა ამავე უნარებით აღჭურვა, გავაცნობ მათ ტოლერანტობის დეკლარაციას და ანტიდისკრიმინაციულ კანონს . ვისაუბრებ სტიგმასა და სტერეოტიპებზე და კულტურათაშორის ურთიერთობებებზე
III სამუშაო შეხვედრა
მონაწილეები განიხილავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის არსის გაცნობიერება ძალადობასა და ბულინგის პრევენციისათვის.




26.11.19

13.30 -15.30სთ
ნებისმიერი
მასწავლებლები
მესამე შეხვედრაზე კოლეგა-მასწავლებლებთან განვიხილავ   კონფლიქტის მოგვარების გზებს და მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიებს ძალადობის/ბულინგის პრევენციის მიმართულებით. განვიხილავ სოციალური და ემოციური სწავლების მნიშვნელობას პრევენციის მიზნით, განვიხილავ სასკოლო ბულინგის თავიდან აცილების სტრატეგიებს და კოლეგებს დავეხმარები ავუხსნა როგორ შექმნან ბულინგის პრევენციისათვის გეგმა




No comments:

Post a Comment