სამოდელო გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა

საგანი ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი_ მეხუთე მეორე

თარიღი  7.03.2019



1.     სახელი და გვარი
თამარ თაბუაშვილი
2.     თემის სახელწოდება
საინფორმაციო ტექსტი  ,,მუშთაიდის ისტორია „

3.    3.  გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


თემის  შესწავლის  შემდეგ  მოსწავლეები  შეძლებენ  მუშთაიდის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის  ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრებას და გაგება-გააზრებას; მუშთაიდის შესახებ ახალი ინფორმაციის მოძიებას დოკუმენტური ფილმიდან და მის დაკავშირებას საკითხავ ტექსტთან. გარკვევიან როგორ დაადგინონ მედიარესურსის ავთენტურობა

4.    სწავლის შედეგები
გაკვეთილის/გაკვეთილების სწავლის შედეგების გრაფაში ჩაწერეთ იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც აპირებთ, რომ მიაღწიოთ კონკრეტული გაკვეთილის/გაკვეთილების ბოლოს.

5.    სამოდელო გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი კომპეტენცია: მედიაწიგნიერება.
მედიაწიგნიერების    მიზნები:  მედიარესურსის  კრიტიკული ანალიზი; მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.
6.    კლასის პროფილი
კლასში ირიცხება 24 მოსწავლე , სსსმ მოსწავლე არ ირიცხება
7.    კავშირი ე.ს.გ-სთან
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
·         ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემულ სხვადასხვა ხასიათის საბავშვო და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს;
ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება;

8.    კლასის ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური , ჯგუფური
10. რესურსები

საინფორმაციო ტექსტი ,,მუშტაიდის ისტორია“ დოკუმენტური ფილმი https://www.youtube.com/watch?v=p0JwiKBZ7ko , მასავლებლის მერ მომზადებული ცხრილი, მარკერები, პროექტორი, კომპიუტერი


შეფასება
გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას, რუბრიკა თან ერთვის გეგმას
9.    მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ  მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზნებს 2წთ

აქტივობა 1. მოსწავლეთა სუბიექტური გამოცდილების გააქტიურება. მოსწავლეებს მივმართავ კითხვებით :
ყოფილხართ მუშთაიდის ბაღში? სად მდებარეობს ის? რა იცით ამ ბაღის შესახებ? თქვენი აზრით, რატომ შეიძლებოდა დაერქმიათ ამ ბაღისათვის ასეთი სახელი?     3 წთ.

აქტივობა 2. ტექსტის კითხვა. მოსწავლეებს ვთხოვ ჩუმად წაიკითხონ ტექსტი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ შევახსენებ  გამოთქმულ ვარაუდებს ბაღის სახელთან დაკავშირებით და შევადარებინებ, დაემთხვა (მიახლოებული იყო) თუ არა რომელიმეს ვარაუდი ტექსტში მოცემულ ინფორმაციას    4 წთ.

აქტივობა 3. კითხვები.  ტექსტის შინაარსის გაგების დასადგენად. მოსწავლეებს მივმართავ კითხვებით  :
1.      რომელ წელს შეიქმნა მუშთაიდის ბაღი?
2.      ვის სახელს უკავშირდება მისი შექმნა?
3.      საიდან მოდის სახელი „მუშთაიდი“?
4.      რომელი ინფორმაცია მიგაჩნიათ ტექსტში საეჭვოდ? რატომ?
დრო: 4 წთ.

აქტივობა 4. დოკუმენტური ფილმი მუშთაიდზე.  კითხვა-პასუხის შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხები : რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავადგინოთ ტექსტში მოცემული საეჭვო ინფორმაციის მართებულობა? (სავარაუდოდ, ერთ-ერთი პასუხი იქნება ინტერნეტში მოძიება). შემდეგ ვკითხულობ როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში? მოსწავლეებს ვეუბნები, რომ რადგან კლასში არ არის შესაძლებლობა პირდაპირ ინტერნეტიდან ვაჩვენოთ  youtube.com- ის გამოყენებით ფილმი, ,მეხსიერების ბარათით მივიტან კლასში და ვაჩვენებ ფილმს მუშთაიდის ბაღის ისტორიაზე https://www.youtube.com/watch?v=p0JwiKBZ7ko , თან ვთხოვ მათ, რომ ფილმის ცქერისას ჩაინიშნონ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რადგან დასჭირდებათ მომდევნო აქტივობაზე ცხრილის შევსებისას
დრო: 10 წთ.

აქტივობა 5. წაკითხულისა და ფილმის შედარება. მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილებულნი არიან ჯგუფებში და დავალებად ვაძლევ შეავსონ ცხრილი ინსტრუქციის მიხედვით -ამოკრიბონ და დააჯგუფონ ინფორმაციები ტექსტისა და ფილმის მოხედვით  (მუშაობა ჯგუფებში).
შეკითხვა
ტექსტი სახელმძღვანელოში
ფილმი
რა გავიგეთ?







რა მიზანს ისახავს?



ვისთვისაა ეს ინფორმაცია განკუთვნილი?



რამდენად სანდოა ინფორმაცია?



როგორ მოგვეწოდება ინფორმაცია?



 დრო: 8 წთ.
ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ ერთ ჯგუფს   გავაკეთებინებ პრეზენტაციას. სხვები ყურადღებით  მოუსმენენ და  იმ შემთხვევაში ერთვებიან, თუ სხვაგვარი პასუხი აქვთ ან პრეზენტატორს რამე გამორჩა და ასე შევავსებინებ .
შეჯამების მიზნით გავაერთიანებ მოსწავლეთა პასუხები თეზისად ჩამოყალიბებული წინადადებით
დრო: 7 წთ.
შეფასება: 2წთ
საშინაო დავალება: მოიძიაონ სხვადასხვა მედიარესურსის გამოყენებით დამატებითი ინფორმაციები მუშტაიდის პარკზე


შეფასდება:

წაკითხული ტექსტის გაგება (კითხვებზე პასუხით);

ტექსტისა და მედიაინფორმაციის შედარება (ცხრილის შევსებით);

თანამშრომლობა (ჯგუფების მუშაობაზე დაკვირვებით).

ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ თაბუაშვილის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის  რეფლექსია



       მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სქემის ფარგლებში , წამყვანი მასწავლებელი, იმისთვის, რომ გახდეს მენტორი, სავალდებულო აქტივობებიდან  ატარებს ოთხ სამოდელო გაკვეთილს . მოცემული 4 ტიპის სამოდელო გაკვეთილიდან შევარჩიე ერთ-ერთი , გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული, მედიაწიგნიერების უნარის განვითარების გაკვეთილი, რომელიც  ჩავატარე მე-5 კლასში. მედიაწიგნერების თემად შევარჩიე საინფორმაციო ტექსტი ,, მუშტაიდის ბაღი“  ვინაიდან,  ვფიქრობ,  რომ მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს ტექსტი მეხუთეკლასელთათვის საინტერესოც იქნებოდა და ადვილად აღსაქმელიც.

       გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის საინტერესო იყო  დოკუმენტური ვიდეოფილმის რესურსად გამოყენება, რომლითაც მოსწავლეებიც ძალიან  დაინტერესდნენ . კოლეგებმა  მიიღეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების  გამოყენებით მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საკითხის სიღრმისეული  შესწავლა, თან ამავდროულად ცხრილზე მუშაობისას როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს ჩანიშნული ინფორმაციების გააზრებასა და გაააანალიზებაში , ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა კიდეც, რომ მასაც აქვს ჩასატარებელი მსგავს თემაზე გაკვეტილი და იმავე მეთოდების გამოყენებით შეეცდება ჩატარებას.



      ვფიქრობ, გაკვეთილის მიზანი მიღწეული იქნა სრულყოფილად, ვინაიდან გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა პრეზენტაციის წარმოდგენისა და შევსების შემდეგ შეძლეს საკითხის სიღრმისეულად გააზრება, რეფლექსიის ფაზაზე შემაჯამებელი  კითხვების დასმისას კი  ყველა მოსწავლე აქტიურობდა ცდილობდა სწორი და არგუმენტირებული პასუხის გაცემას

       ამ გაკვეთილის ჩატარებით, ვფიქრობ , ჩემი და ჩემი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში შეიცვლება დამოკიდებულება თავად სამოდელო გაკვეთილის ტიპისადმი, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამოდელოდ ჩატარებული გაკვეთილი შეიძლება არ იყოს წინასწარ ,, დადგმული სპექტაკლი“ , მაგრამ გამოვიდეს მოსწავლეზე ორიენტირებული.

                   ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. არ შემიცვლია არცერთი აქტივობა  და არც მოდიფიცირება განმიხორციელებია. მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ ჩემ მიერ დასმულ  კითხვებს, ყურადღებით წაიკითხეს საინფორმაციო ტექსტი, ასევე დაკვირვებიტ უსმენდნენ დოკუმენტურ ფილმს და ცხრილის შევსებისას აქტიურობდნენ.

          გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო შინაარსის რეალიზებისა და რეფლექსიის ფაზაზე, როდესაც  მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ტექსტის გააზრება და ნანახ-მოსმენილი ფილმის შედარებითა და შეპირისპირებით შეძლეს საკუთარი ნაფიქრ-ნააზრევის გადატანა ცხრილში, რომელიც დაურიგდათ ჯგუფებში.

     გაკვეთილის მსვლელობისას გამოჩნდა  რომ მოსწავლეები  განმავითარებელ  კომენტარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ისინი უფროკონკრეტულ, განმსაზღვრელ ნიშანს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა მე თავადაც, ვფიქრობ, სათანადოდ ვერ გავეცი კონკრეტული შეფასებები,

   მომავალში გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ აუცილებლად    ,რომ მეტი ყურადღება დავუთმო შეფასების რუბრიკების შედგენას,რათა მოსწავლეებისთვისაც გასაგები იყოს   






გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა

კლასი მეხუთე მეორე

თარიღი 19.02.2019



1.     სახელი და გვარი
თამარ თაბუაშვილი
2.     თემის სახელწოდება
ჩანახატი
3.     სამოდელო გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული
4.     თემები, რომელთა ინტეგრირებაც ხდება
ჩანახატი -ლიტერატურის თეორიიიდან
ჩანახატი- ხელოვნებაში
5.     5.  გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


ქართული
 მოსწავლეებმა გააცნობიერონ ლიტერატურის თეორიიდან  რა არის ჩანახატი, შეძლონ ჩანახატის დაწერა, საკუთარი ნამუშევრის აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარის განვითარების ხელშეწყობა

ხელოვნება
ხელი შვუწყო მოსწავლეს განვუვითარო მისთვის სასურველ თემაზე ნაწარმოების შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევა, მოსწავლეებმა შეძლონ  თემის შესაბამისი სახვითი ელემენტებისა შერჩევა  და გამოყენება, ნაწარმოების წარდგენისა და მასზე მსჯელობის უნარის განვითარების ხელშეწყობა.
6.     სწავლის შედეგები
მოსწავლეები გაიაზრებენ რა არის ჩანახატი და შეძლებენ ჩანახატის, როგორც დაწერას, ასევე ხატვას, საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ აუდიტორიის წინაშე და ისაუბრებს საკუთარ გადაწყვეტილებაზე
7.     კლასის პროფილი
 კლასში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე
8.კლასის ორგანიზების ფორმები

ინდივიდუალური,საერთო საკლასო
9.კავშირი ე.ს.გ-სთან
ქართული
ქართ. დაწყ.(II)10.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
წერს ჩანახატებს, მცირე ზომის მხატვრულ ტექსტებს
ხელოვნება
ს.გ.V.4.
 მოსწავლემ უნდა შეძლოსინდივიდუალური ნამუშევრის წარდგენა,აზრის,იდეების,შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
ინდივიდუალური ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ, საუბრობს ნამუშევრის შინაარსა და აღძრულ შთაბეჭდილებაზე
10. რესურსები
სახელმძღანელო, ფურცლები, ფანქრები, პასტები,
8.       მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო
გამოწვევა-7 წუთი

საორგანიზაციო საკითხების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმს და მივმართავ კითხვით , როდესაც რაიმე ემოცია გაქვთ  როგორ ცდილობთ მის გადმოცემას? მოსწავლეები სავარაუდოდ იტყვიან რომ ხატავენ,წერენ და შემდეგ ვთხოვ დააკონკრეტონ რისი წერა ურჩევნიათ ლექსის? მოთხრობის? რას უფრო ხატავენ პეიზაჟს? პორტრეტს? და შემდეგ მათ ვეტყვი რომ არსებობს საკუთარი ემოციის გადმოსაცემად წერისა და ხატვის ისეთი ფორმა , როგორიცაა  ,,ჩანახატი“      5წუთი

შინაარსისი რეალიზება -30 წუთი

       მინილექციით მოსწავლეებს ვესაუბრები ჩანახატზე და მივაწოდებ ინფორმაციას, თუ როგორ წერენ ან ხატავენ ჩანახატს      6წუთი
       მოსწავლეებს ვთხოვ გაეცნონ სახელმძღვანელო წიგნში მოცემულ თანატოლთა ჩანახატებს და ცნოიბილი მხატვრები პაბლო პიკასოს და ???? მიერ შესრულებულ ჩანახატებსა და გალაკტიონის მიერ  გაკეთებულ ჩანახატს           5წუთი
       ამის შემდეგ მოსწავლეებს  გაიხსენონ მოთხრობა ,, ია“ , რომელიც შევისწავლეთ და ხელახალი ემოციის შემდეგ გააკეთონ ჩანახატი, რისთვისაც მათ მიეცამათ დრო 7 წუთი

რეფლექსია 5წუთი
     დროის გასვლის შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ კლასის წინაშე საკუთარ ნამუშევარს და შეეცდებიან გადმოსცენ ემოცია


1.       შეფასება
მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი  კომენტარებით



ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ თაბუაშვილის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის  რეფლექსია



       მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სქემის ფარგლებში , წამყვანი მასწავლებელი, იმისთვის, რომ გახდეს მენტორი, სავალდებულო აქტივობებიდან  ატარებს ოთხ სამოდელო გაკვეთილს . მოცემული 4 ტიპის სამოდელო გაკვეთილიდან შევარჩიე ერთ-ერთი , ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც  ჩავატარე მე-5 კლასში თემაზე ,,ჩანახატი „  ინტეგრირება განხორციელდა ქართულსა და ხელოვნებაში , ვინაიდან,  ვფიქრობ,  საგანთაშორის კავშირის დამყარებით ამა თუ იმ თემის სწავლება , ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას.

       გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის საინტერესო იყო  მოსწვლეთა ნამუშევრების წარმოდგენისას ,მათეული ემოციები და ახსნა იმისა , თუ რას განიცდიდნენ, როცა ხატავდნენ ან წერდნენ და რატომ შეარჩიეს ჩანახატის წერილობითი თუ მხატვრული ფორმა.

      ვფიქრობ, გაკვეთილის მიზანი მიღწეული იქნა სრულყოფილად, ვინაიდან გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა თამამად ისაუბრეს საკუთარ ემოციებსა და გრძნობებზე, შეძლეს საინტერესო ჩანახატების შექმნა.

       ამ გაკვეთილის ჩატარებით, ვფიქრობ , ჩემი და ჩემი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში შეიცვლება ის დამოკიდებულება, რომ შესაძლებელია ქართულის ინტეგრირება ხელოვნების კათედრასთანაც ისე, რომ რომ ეს არ იყოს ხელოვნური, თუკი თემა შეირჩევა შესაფერისი .

           ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. არ შემიცვლია არცერთი აქტივობა  და არც მოდიფიცირება განმიხორციელებია. მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ ჩემ მიერ დასმულ  კითხვებს, ჩართულნი იყვნენ საგაკვეთილო პროცესში და ცდილობდნენ ზედმიწევნიტ სიზუსტით შეესრულებინათ მიცემული დავალებები.

          გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო შინაარსის რეალიზებისა და რეფლექსიის ფაზაზე, როდესაც  მოსწავლეებმა  თეორიული მასალის ახსნისა და მოსმენის შემდეგ დაიწყესჩანახატზე პრაქტიკული მუშაობა და მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგინეს კიდეც აუდიტორიის წინაშე

     გაკვეთილის მსვლელობისას გამოჩნდა  რომ მოსწავლეები  განმავითარებელ  კომენტარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ისინი უფროკონკრეტულ, განმსაზღვრელ ნიშანს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა მე თავადაც, ვფიქრობ, სათანადოდ ვერ გავეცი კონკრეტული შეფასებები,

   მომავალში გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ აუცილებლად    ,რომ მეტი ყურადღება დავუთმო შეფასების რუბრიკების შედგენას,რათა მოსწავლეებისთვისაც გასაგები და ცხადი იყოს  კრიტერიუმები, რითიც შეფასდებიან საბოლოოდ.









ქ თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის  სამოდელო გაკვეთილის გეგმა

კლასი მეცხრე მეორე

თარიღი 14.02.2019



1.     სახელი და გვარი
თამარ თაბუაშვილი
2.     თემის სახელწოდება
აკაკი წერეთლის ,,განთიადი“და დიმიტრი ყიფიანის პიროვნება
3.     სამოდელო გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული
4.     თემები, რომელთა ინტეგრირებაც ხდება
საქართველოს ისტორიის მე-19 საუკუნის მიმოხილვა , დიმიტრი ყიფიანის ღვაწლისა და  მისი როლის წარმოჩენა ქვეყნის ისტორიაში. დაკვირვების , ანალიზის, საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბებისა და მათი არგუმენტირების უნარ-ჩვევები
5.     5.  გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


ქართული-
მოსწავლეები გაეცნო აკაკი წერეთლის ლექსს ,,განთიადი“ ;  მასში ამოიცნონ  მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხელი შევუწყო დაკვირვების უნარის განვითარებას  პოეტური ნაწარმოების შესწავლისას
 ისტორია-
მოსწავლეები გაეცნონ ქვეყნისთვის  თავდადებული მამულიშვილის გმირობას . გააცნობიერონ დიმიტრი ყიფიანის პიროვნების   როლი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. შეძლონ  ისტორიული პიროვნების  დახასიათება. გაეცნონ XIX საუკუნის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ  და სოციალურ ვითარებას.
6.     სწავლის შედეგები
ქართული-
მოსწავლეები გაეცნობიან აკაკი წერეთლის ლექსს ,,განთიადი“ ;  განუვითარდებათ პოეტურ ნაწარმოებზე დაკვირვების უნარი და მასში მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობის უნარი

ისტორია-
მოსწავლეები გაეცნობიან ქვეყნისთვის  თავდადებული მამულიშვილის გმირობას . გააცნობიერებენ დიმიტრი ყიფიანის პიროვნების   როლს ქვეყნის გადარჩენის საქმეში.შეძლებენ  ისტორიული პიროვნების  დახასიათებას  .გაეცნობიან XIX ს–ის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ  და სოციალურ ვითარებას.
7.     კლასის პროფილი
 კლასში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე
8.     წინარე ცოდნა
ქართული : მოსწავლეები იცნობენ აკ.წერეთლის ბიოგრაფიას და ნაწილობრივ შემოქმედებას. იციან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები.

ისტორია:მოსწავლეებს ესწავლილი აქვთ  ზოგადად მე-19 საუკუნის საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება..

9.     კავშირი ე.ს.გ-სთან
ქართ მე-9

6.მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს)და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ. აფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ პრობლემას ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიული, კულტურული და ლიტერატურული ტრადიციების გათვალისწინებით.

7.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას· აღნიშნავს, რა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები გამოიყენება ტექსტში და რა მიზნით

8.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას                         

    ისტორია მე-9.კლასი  :

 5.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე .                      
  2. მოსწავლე მსჯელობს შიდა კონფლიქტებზე ,რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოზე .აანალიზებს საგარეო ფაქტორებს.
10.  კლასის ორგანიზების ფორმები
საერთო საკლასო, ინდივიდუალური
10. რესურსები

სახელმძღანელო, საპრეზენტაციო სლაიდშოუ,
http://www.youtube.com/watch?v=e1MKssjo_Xs     - აკაკი წერეთელი კითხულობს,,განთიადს“   - oqros fondi ( wereteli - gantiadi)

https://www.youtube.com/watch?v=bv__QHG5Fu4 ნანი ბრეგვაძის ,,მთაწმინდა ,,ჩაფიქრებულა“

მეთოდები/აქტივობები
3.2.1. სტრატეგია (დანართი 1 ), პაუზებით კითხვა, გონებრივი იერიში, მინილექცია.
11.  მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
გამოწვევა-7 წუთი

გაკვეთილის დაწყებისთანავე მოვაგვარებ ორგანიზაციულ საკითხებს.  ვრთავ პროექტორს და  ისმის პოეტ აკაკი წერეთლის ხმა, რომელიც კითხულობს ,,განთიადს“. ლექსის მოსმენის შემდეგ  მოსწავლეებს მივმართავ კითხვებით:
1) ხომ არ იციან ვინ კითხულობდა ლექსს და ვის ეძღვნება ეს ლექსი
2) იციან თუ არა რამე დიმიტრი ყიფიანზე
 3)თუ იციან რატომ მიუძღვნა პოეტმა  დიმიტრი ყიფიანს ეს ლექსი ? რა ღვაწლი მიუძღვის მას ერის წინაშე და როგორი იყო იმდროინდელი ეპოქის სინამდვილე. მოსწავლეები ინდივიდუალურად მპასუხობენ და  სავარაუდო პასუხებს ჩამოვწერ დაფაზე , დავახარისხებ მათ სიზუსტეს.
 ( სავარაუდოდ მოსწავლეები გამოიცნობენ პოეტ აკაკი წერეთლის ხმას , დიმიტრი ყიფიანსაც დაასახელებენ, წინააღმდეგ შემთხვევევაში მე შევახსენებ  )

შინაარსისი რეალიზება -25 წუთი

     შემდეგ პროექტორზე ვუშვებ  საპრეზენტაციო სლაიდშოუს ვიყენებ მინილექციას,   ვესაუბრები მოსწავლეებს დიმიტრი ყიფიანზე და იმ ეპოქაზე, როდესაც ის მოღვაწეობდა.  ასევე ვესაუბრები  აკაკი წერეთლის შესახებ , თუ როგორ განიცადა მან მამულიშვილის ტრაგიკული ბედი და რატომ დაწერა ლექსი ,,განთიადი“ .

     მინილექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვაკითხებ ლექსის თითოეულს სტროფს, თითო მოსწავლეს ინდივიდუალურად და ვააანალიზებინებ იდეურ-მხატვრულად, კითხვისას მოსწავლეები სტროფში  ძებნიან მხატვრულ ხერხებს და ასახელებენ მათ ...   (ლექსი პროექტორზე გაშვებულ სლაიდზე ჩანს და პარალელურდს მოსწავლეებს გადაშლილი აქვთ წიგნები)

კითხვის დასრულების შემდეგ  მოსწავლეებს ვთხოვ  მინი-ლექციისა და ლექსის გაანალიზების საფუძველზე გამოთქვან მოსაზრებები დიმიტრი  ყიფიანის პიროვნების ღვაწლსა და დამსახურებაზე ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში  და კითხვა-პასუხით საშუალებით  გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც გაამყარებენ  შესაბამისი არგუმენტებით.               

რეფლექსია- 6წუთი

მოსწავლეებს ვეუბნები, რომ აკაკის  ლექსზე კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ შექმნა მუსიკა, რომელსაც ნანი ბრეგვაძე მღერის, ვურთავ მუსიკას , მათ ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ შეავსონ შეფასების კითხვარი ,,3.2.1“ :
 3 რამ მოეწონათ, 2 რამ, რაზეც მეტის გაგება უნდათ, 1 რამ, რის გამოსწორებასაც ისურვებდნენ და დროის გასვლის შემდეგ, რამდენიმე მათგანს ხმამაღლა ვაკითხებ შევსებულ ბარათებს

საშინაო დავალებად ვაძლევ:
ქართული-  ლექსს ზეპირად, წერილობით - ესე ,,როდის სჭირდება სამშობლოს თავდადებული ადამიანები“
ისტორია-  მოიძიონ დამატებითი იფორმაცია ინტერნეტ-რესურსისა და ლიტერატურის გამოყენებით დიმიტრი ყიფიანსა და მის ეპოქაზე
12.  შეფასება
მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით, შეფასების რუბრიკა თან ერთვის გაკვეთილის გეგმას





წარმატებული
          9-10
     კარგი
        8-7
  საშუალო
      6-5
  სუსტი
      4-1
კითხვებზე
პასუხები
აქტიურია,ყველა კითხვაზე პასუხობს დამაჯერებლად,მოყავს არგუმენტები, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და  მეტყველებს გამართულად
აქტიურია,კით-ხვებზე პასუ-ხობს ხარვეზე-ბით, უჭირს არგუმენტების მოყვანა , მეტყველ-ებს გამართულად
ნაკლებად აქტიურობს, კითხვებზე, არადამაჯერებლად პასუხობს
მეტ-ნაკლებად ერთვება პროცესში,ხშირად პასუხობს არასწორად ან არ პასუხობს
მოსმენა
ყურადღებით უსმენს როგორც მასწავლებელს, ასევე თანატოლებს, არ აწყვეტინებს სხვებს საუბარს და არ ერთვება მათ პასუხებში.
ყურადღებით უსმენს მასწავლებელსდა თანატოლებს მაგრამ ზოგჯერ საუბარს აწყვეტინებს
უსმენსმასწავ-ლებელს, მაგრამუყურადღებოა თანატოლებთან ხშირადაწყვე-ტინებს საუბარს
ყოველთვის არუსმენს და ხელსუშლის სხვებს, ცდი-ლობს გადა-ლაპარაკებას
დაკვირვება
ყურადღებით აკვირდება ლექსის თითოეულ სტროფს, ამოიცნობს მხატვრულ-გამომსახველობით-საშუალებებს და ამოკრებს სრულად
ცდილობს ყურადღებით დააკვირდეს თითოეულ სტროფს,ძირითადად ამოიცნობს მხატვრულ-გამოსახველობით საშუალებებს
იშვიათად ამოიცნობს მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებს,არ აკვირდება ყურადღებით
ვერ პოულობს მხატვრულ-გამომსახველობით-საშუალებებს







                             გაკვეთილის შეფასება 3.2.1.სტრატეგიით (დანართი1)



დაწერეთ 3  რამ, რაც ამ გაკვეთილზე მოგეწონათ ან დაგამახსოვრდათ.

                                                 







დაწერეთ 2 რამ, რაზეც მეტის გაგებას ისურვებდით.









დაწერეთ 1 რამ , რის გამოსწორებასაც ისურვებდნენ


ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ თაბუაშვილის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის  რეფლექსია



       მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სქემის ფარგლებში , წამყვანი მასწავლებელი, იმისთვის, რომ გახდეს მენტორი, სავალდებულო აქტივობებიდან  ატარებს ოთხ სამოდელო გაკვეთილს . მოცემული 4 ტიპის სამოდელო გაკვეთილიდან შევარჩიე ერთ-ერთი , ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც  ჩავატარე მე-9 კლასში თემაზე აკაკი წერეთლის ,,განთიადი“.  ინტეგრირება განხორციელდა ქართულსა და ისტორიაში, ვინაიდან,  ვფიქრობ,  საგანთაშორის კავშირის დამყარებით ამა თუ იმ თემის სწავლება , ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას.

       გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის საინტერესო იყო  გამოწვევის ფაზაზე  ოქროს ფონდში დაცული რესურსის გამოყენება, რომლითაც მოსწავლეებიც ძალიან  დაინტერესდნენ და ასევე pover point -ში მომზადებული პრეზენტაციის დახმარებით მოსწავლეთათვის ინფორმაციის მიწოდება.  კოლეგებმა  მიიღეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების  გამოყენებით მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საკითხის სიღრმისეული  შესწავლა, რადგან პრეზენტაცია მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა ყურადღებით მოესმინათ მასწავლებლისთვის და გასცნობოდნენ ახალ მასალას ისე, რომ თავადაც ჩართულნი ყოფილიყვნენ პროცესში და მხოლოდ პასიური მსმენელები არ ყოფილიყვნენ.

                                              



      ვფიქრობ, გაკვეთილის მიზანი მიღწეული იქნა სრულყოფილად, ვინაიდან გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს ლიტერატურული ტექსტის საშუალებით, ისტორიული პიროვნების ღვაწლის აღქმა-გააზრება , რაც  გამომჟღავნდა მაოსწავლეების მიერ გაკვეთილის შემაჯამებელ ფაზაზე  შევსებული ბარათების ,,3.2.1.“  გაანალიზებისას.

       ამ გაკვეთილის ჩატარებით, ვფიქრობ , ჩემი და ჩემი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში შეიცვლება დამოკიდებულება თავად სამოდელო გაკვეთილის ტიპისადმი, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამოდელოდ ჩატარებული გაკვეთილი შეიძლება არ იყოს წინასწარ ,, დადგმული სპექტაკლი“ , მაგრამ გამოვიდეს მოსწავლეზე ორიენტირებული.

                   ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. არ შემიცვლია არცერთი აქტივობა  და არც მოდიფიცირება განმიხორციელებია. მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ ჩემ მიერ დასმულ  კითხვებს, ყურადღებით კითხულობდნენ ლექსის სტროფს, აააანალიზებდნენ და აკვირდებოდნენ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებსაც.

          გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო შინაარსის რეალიზებისა და რეფლექსიის ფაზაზე, როდესაც  მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ტექსტის გააზრება და შემდეგ შესწავლილი ლექსის ტექსტზე შექმნილი მუსიკის ფონზე, საკუთარი ნაფიქრ-ნააზრევი გადაიტანეს ფურცლებზე, რომლების კლასში რამდენიმე მსურველს წავაკითხე, ხოლო გაკვეთილის შემდეგ თვად გავააანალიზე, რათა მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა სურვილები.

     გაკვეთილის მსვლელობისას გამოჩნდა  რომ მოსწავლეები  განმავითარებელ  კომენტარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ისინი უფროკონკრეტულ, განმსაზღვრელ ნიშანს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა მე თავადაც, ვფიქრობ, სათანადოდ ვერ გავეცი კონკრეტული შეფასებები,

   მომავალში გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ აუცილებლად    ,რომ მეტი ყურადღება დავუთმო შეფასების რუბრიკების შედგენას,რათა მოსწავლეებისთვისაც გასაგები იყოს   


No comments:

Post a Comment